ქრონიკული ენდომეტრიტის ინფექციის ანალიზი (ALICE)

ქალის უნაყოფობის ერთი-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ენდომეტრიტი. ქრონიკული ენდომეტრიტი არის ენდომეტრიუმის პერსისტირებული ანთება, რაც გამოწვეულია საშვილოსნოს ღრუს ინფექციით, ძირითადად ბაქტრიული პათოგენებით, რომელთა იდენტიფიცირება ჩვეულებრივი სადიაგნოსტიკო მეთოდებით ვერ ხერხდება ხოლმე. რეპროარტში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ქრონიკული ენდომეტრიტის ინფექციის ანალიზი – ALICE, რომლის საშუალებით ქრონიკულ ენდომეტრიტის გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენა ხდება.

დაგეგმე ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან

მთავარი თემები

რატომ არის მნიშვნელოვანი ქრონიკული ენდომეტრიტის ინფექციის ანალიზი (ALICE)?

ქრონიკული ენდომეტრიტის ინფექციის ანალიზი (ALICE) კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის საშუალებით ხდება ქრონიკულ ენდომეტრიტის გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენა. ALICE ტესტი საშუალებას გვაძლევს  ქალს ჩავუტაროთ შესაბამისი მკურნალობა, რათა  გავაუმჯობესოთ მისი რეპროდუქციული გამოსავალი. თუ ALICE ტესტი დადებითია, დგინდება ის სპეციფიური ბაქტერია, რომელიც იწვევს ენდომეტრიუმის მოცემულ მდგომრეობას. გარდა ამისა, ტესტის შედეგების მიხედვით განისაზღვრება ის ანტიბიოტიკი და პრობიოტიკი, რომლის საშუალებითაც უნდა ჩატარდეს მკურნალობა.

ვისთვის არის რეკომენდირებული ALICE ტესტი?

ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს ALICE ტესტის ჩატარება რეკომენდირებულია შემდეგი სამიზნე ჯგუფისთვის: 

  • ქალები რომლებსაც ჰქონდათ შეწყვეტილი ორსულობა
  • ქალები რომლებსაც ჰქონდათ ემბრიონის წარუმატებელი იმპლანტაცია
  • ქალები, რომლებიც გეგმავენ მკურნალობას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით

როგორ ტარდება ALICE ტესტი?

ენდომეტრიუმის ბიოფსია

ენდომეტრიუმის ბიოფსია რეპროარტში საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ კეთდება. მასალა გროვდება სპეციალურ სინჯარაში და კვლევისთვის ევროპულ, ან ამერიკულ ლაბორატორიებში იგზავნება.

დიაგნოსტიკა გენეტიკურ ლაბორატორიაში

ბიოფსირებულ მასალას სპეციალური ტრანსპორტირების პირობების დაცვით იღებს გენეტიკური ლაბორატორია, სადაც ხდება ნიმუშიდან დნმ-ის ექსტრაქცია და RT -PCR კვლევა.

შედეგების ანალიზი და მკურნალობა

ლაბორატორიიდან კვლევის პასუხის მიღებისთანავე თქვენი რეპროდუქტოლოგი აანალიზებს შედეგებს და შეიმუშავებს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას. 

ქალის უნაყოფობისას, ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის პროცესში ქრონიკული ენდომეტრიტის ინფექციის ანალიზსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ALICE ტესტი შესაძლებლობას გვაძლევს ინ ვიტრო განაყოფიერებით წარმატებული ორსულობის მიღების შანსი გავზარდოთ. 

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რამდენად უსაფრთხოა ენდომეტრიუმის ბიოფსიის პროცედურა?

პროცედურა სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. 

ამის შანსი ძალიან მინიმალურია რადგან ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულია ყველა ლოგისტიკური რისკი და წესების სრული დაცვით აღწევს ნომუში გენეტიკურ ლაბორატორიამდე. 

კვლევის შედეგები ცნობილია დაახლოებით 2 სამუშაო კვირაში. 

სხვა სერვისები

რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი რეპროარტში-Consultation with Fertility Specialist at Reproart
დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში