როდის უნდა მიმართოთ დახმარებას
თუ ცდილობთ დაორსულებას და ამას ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება — თქვენ არ ხართ მარტო. დროული კონსულტაცია რეპროდუქტოლოგთან დაგეხმარებათ დააზუსტოთ მიზეზები, თავიდან აიცილოთ ზედმეტი დროის დაკარგვა და გადადგათ ნაბიჯები სწორ მიმართულებით.
დაკავშირებული ბმულები
სარჩევი
როდის უნდა დაიწყო ფიქრი რომ დახმარება გჭირდება?
- ცდილობთ დაორსულებას უკვე 12 თვეა (ან 6 თვე, თუ 35 წელს გადაცილებული ხართ)
- გაქვთ არარეგულარული ციკლები, რეპროდუქციული პრობლემების ისტორია ან სპონტანური აბორტები
- ფიქრობთ ოჯახის დაგეგმვაზე და გსურთ პროფილაქტიკური შეფასება
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
- თუ ხართ 35 წლამდე და ცდილობთ დაორსულებას 12 თვის განმავლობაში
- თუ ხართ 35+ და ცდილობთ უკვე 6 თვე ან მეტი
- თუ ხართ 40+ — რეკომენდებულია დაუყოვნებლივი კონსულტაცია
ეს ვადები ასახავს იმას, თუ როგორ იცვლება ნაყოფიერების შანსები ასაკის მატებასთან ერთად, ამიტომ მნიშვნელოვანი არის დროულად შეხვდეთ სპეციალისტს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს, თუ
- გაქვთ არარეგულარული (ან საერთოდ არ გაქვთ) მენსტრუალური ციკლი
- გაქვთ მტკივნეული მენსტრუაცია ან გაწუხებთ მენჯის ტკივილი
- გაქვთ პოლიკისტოზური საკვერცხეები, ენდომეტრიოზი, მიომა ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
- ყოფილა აბორტი ან ორსულობის შეწყვეტა
- გქონდათ ქირურგიული ჩარევები რეპროდუქციულ ორგანოებზე
- პარტნიორს აქვს სპერმის პრობლემები ან/და ტრავმის, სქესობრივად გადამდები ინფექციის ისტორია
- მენსტრუაცია არ დაგეწყოთ კონტრაცეფციის შეწყვეტის შემდეგ
სხვა მიზეზები, როცა ექიმთან ვიზიტი არის საჭირო
- გსურთ ნაყოფიერების შენარჩუნება, გადავადება მომავლისთვის (მაგ. კვერცხუჯრედების ან სპერმის გაყინვა)
- ემზადებით ონკოლოგიური მკურნალობისთვის და გსურთ შეინარჩუნოთ ნაყოფიერება
- უბრალოდ გსურთ გაიგოთ თქვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორ ხდება ნაყოფიერების შეფასება?
რეპროარტში თქვენ შეხვდებით პროფესიონალურ, დაცულ და მზრუნველ გარემოს. აუცილებელი ნაბიჯები თქვენი ნაყოფიერების შეფასებლად:
- თქვენი ექიმი, თქვენს რეპროდუქციულ ანამნეზს (ისტორიას) დეტალურად შეისწავლის
- დაგინიშნავთ საჭირო ლაბორატორიულ გამოკვლევებს და ტრანსვაგინალურ ულტრაბგერას (ექოსკოპია) საკვერცხის ფუნქციის შესაფასებლად
- საჭირო იქნება კაცი პარტნიორის გამოკვლევა, კერძოდ – სპერმის ანალიზი
- თქვენი რეპროდუქტოლოგი შემოგთავაზებთ ინდივიდუალურად მორგებულ, ეტაპობრივ გეგმას — თქვენი მიზნების გათვალისწინებით.
თქვენ არ ხართ მარტო
რეპროარტში ჩვენ ვცდილობთ სრულად გავიგოთ თითოეული პაციენტის მდგომარეობა. სწორი დიაგნოსტიკით ჩვენ დაგეხმარებით იპოვოთ უნაყოფობის მიზეზები და ერთად შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური გზა სასურველი შედეგის მისაღწევად.
დაგეგმე ვიზიტი
დაჯავშნე ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან და ანდროლოგთან და შეაფასე შენი რეპროდუქციული ჯანმრთელობა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში.
წყვილის გამოკვლევები
- კაცის გამოკვლევები: სპერმის ანალიზი, სპერმის დნმ ფრაგმენტაცია და სხვა.
- ქალის გამოკვლევები: საკვერცხის რეზერვის შეფასება, საშვილოსნოს მილების შეფასება და სხვა.
დამატებითი რესურსები