რა არის სპერმის ქირურგიული ასპირაცია?
სპერმის ქირურგიული ასპირაცია გულისხმობს სპერმის ამოღებას სათესლე ჯირკვლიდან, ან სათესლე დანამატიდან. სპერმის ასპირაციით მიღებული სპერმატოზოიდები გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს კვერცხუჯრედის ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) მეთოდით განაყოფიერების პროცესში და წყვილს ეძლევა შესაძლებლობა, ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.
უროლოგ-ანდროლოგი სპერმის ასპირაციის საჭიროებას სხვადასხვა გამოკვლევების საფუძველზე წყვეტს: სპერმის ანალიზი (სპერმოგრამა), ჰორმონალური ანალიზები, სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, კარიოტიპირება, Y ქრომოსომის მიკროდელეციების ტესტი და სხვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი სპერმის ქირურგიული ასპირაცია?
მამაკაცის უნაყოფობის დროს, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ეაკულატში, ანუ სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდები არ არსებობს) ან მძიმე ოლიგოსპერმიასთან (ეაკულატში სპერმის ძალიან დაბალი რაოდენობაა) სპერმის ქირურგიული ასპირაცია მკურნალობის ერთ-ერთი გზაა. ასპირაციის შედეგად მიღებული სპერმატოზოიდით ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება და მამაკაცს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ბიოლოგიური შვილი.
რეპროარტში სპერმის ქირურგიული ასპირაცია, მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება:
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი – სპერმის ასპირაციის პროცედურა
ვისთვის არის რეკომენდებული სპერმის ქირურგიული ასპირაცია?
სპერმის ქირურგიული ასპირაცია ასპირაცია ესაჭიროებათ:
- მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ აზოოსპერმია (როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდი არ არის)
- მამაკაცებს, რომლებსაც ეაკულაციის პრობლემა აქვთ
- მამაკაცებს, რომლებსაც ტოტალური ასთენო/ნეკროზოოსპერმია აქვთ (როდესაც ეაკულატში ყველა სპერმატოზოიდი უძრავია)
- მამაკაცებს, რომლებსაც წარსულში ვაზექტომია აქვთ ჩატარებული (სპერმსავალი გზების ხელოვნური გადაკეტვა)
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალი სათესლე ჯირკვლებსა და მის დანამატზე მიკროქირურგიულ ოპერაციებს წარმატებით ატარებს.
ინ ვიტრო განაყოფიერება (In Vitro Fertilization) დონორის ჩართვას ძალიან იშვიათად საჭიროებს, რადგან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების, კონკრეტულად კი სპერმის ასპირაციის საშუალებით, საკუთარი გენეტიკური შვილის ყოლის შესაძლებლობა სტერილურ მამაკაცებსაც ეძლევათ. ხოლო თუ სპერმა განაყოფიერების უნარს სავსებით მოკლებულია, ან შეუთავსებლობის ბარიერის გადალახვა შეუძლებელია, ორივე მეუღლის შეთანხმებით, განაყოფიერებისთვის სპერმის დონაცია გამოიყენება.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
სპერმის ასპირაცია მტკივნეულია?
პროცედურა არ არის მტკივნეული, რადგან ანესთეზიით მიმდინარეობს.
რამდენ ხნიანი პროცედურაა სპერმის ასპირაცია?
ხანმოკლე პროცედურაა და დაახლოებით 30-40 წუთი მიმდინარეობს.
პროცედურამდე საჭიროა ანალიზების ჩატარება?
დიახ აუცილებელია. კონსულტაციაზე თქვენი ექიმი აგიხსნით თუ რა ანალიზების ჩატარება იქნება საჭირო.