რა არის არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT)
არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT) აფასებს ნაყოფის გენეტიკური დარღვევების რისკს დედის სისხლში მიმოცვლადი ნაყოფის მცირე ზომის DNA ფრაგმენტების ანალიზის გზით. ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და სრულიად უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის.
NIPT ტესტისთვის სისხლის ნიმუშის აღება სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად ხდება რეპროარტის ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ.
რატომ არის მნიშვნელოვანი NIPT ტესტი?
NIPT ტესტი ორსულობის ადრეულ ვადაზე (10 კვირიდან) იძლევა გენეტიკური დარღვევების გამოვლენის შესაძლებლობას. ტესტი გამორიცხავს ყველაზე ხშირ ქრომოსომულ ანომალიებს, როგორიცაა:
- 21-ე ქრომოსომა – დაუნის სინდრომი
- 18-ე ქრომოსომა – ედვარდსის სინდრომი
- 13-ე ქრომოსომა – პატაუს სინდრომი
- სქესობრივი ქრომოსომების დარღვევები (მაგ. ტერნერის სინდრომი, კლაინფელტერის სინდრომი)
ვისთვის არის რეკომენდებული NIPT ტესტი?
NIPT ტესტის ჩატარება რეკომენდებულია ყველა ორსულისთვის, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ:
- ხართ 35 წელს ზემოთ ასაკის
- გაქვთ ქრომოსომული დარღვევების ოჯახური ან პირადი ისტორია
- პირველ ტრიმესტრში ჩატარებულმა სკრინინგმა ან ექოსკოპიამ აჩვენა რისკის მაჩვენებლები
- გსურთ ბავშვის ჯანმრთელობის ადრეული და ზუსტი შეფასება უსაფრთხო მეთოდით
როგორ ტარდება NIPT ტესტი?
- NIPT ტესტის ჩატარება სრულიად უსაფრთხოა ნაყოფისთვის
- კვლევისთვის საჭიროა დედის ვენიდან აღებული სისხლის ნიმუში
- კვლევა სრულდება ორსულობის მე-10 კვირიდან
- კვლევის შედეგი ცნობილია 7–10 სამუშაო დღეში
როგორ უნდა გაიგოთ თქვენი კვლევის შედეგები?
- დაბალი რისკი ნიშნავს, რომ გენეტიკური დარღვევების არსებობის შანსი დაბალია
- მაღალი რისკი არ ნიშნავს დიაგნოზს, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, (მაგ: ამნიოცენტეზი)
- თქვენი მკურნალი ექიმი დეტალურად აგიხსნით შედეგებს და მოგცემთ რეკომენდაციებს შემდგომი ნაბიჯებისთვის
NIPT ტესტი გაძლევთ შესაძლებლობას ნაყოფის ჯანმრთელობაზე ადრეული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოთ — უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
არის თუ არა NIPT ტესტი სანდო?
დიახ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი სკრინინგ ტესტი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე კეთდება.
არის თუ არა ტესტი მავნე ნაყოფისთვის?
არა, ტესტი არ არის ინვაზიური და სრულიად უსაფრთხოა.
NIPT ტესტით ვიგებ ბავშვის სქესს?
დიახ, NIPT ტესტი განსაზღვრავს ნაყოფის სქესს.