სპერმის ანლიზი (სპეროგრამა)

სპერმის ანალიზი, ასევე ცნობილი როგორც სპერმოგრამა, მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად ძირითადი კვლევაა. მისი საშუალებით ვიგებთ დეტალურ ინფორმაციას სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზე, მოძრაობაზე, სტრუქტურულ აგებულებასა და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე, რომლებიც მოქმედებენ მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

მთავარი თემები

რატომ არის სპერმის ანალიზი მნიშვნელოვანი?

ანალიზის შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს:

  • სპერმის ხარისხთან, რაოდენობასთან ან მოძრავობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ილიგოზოოსპერმია – სპერმის მცირე რაოდენობა სპერმალურ სითხეში (ეაკულატში)
  • აზოოსპერმია – სპერმის არარსებობა ეაკულატში.
  • ასთენოზოოსპერმია – სპერმის დაბალი მოძრაობა 

შედეგების მიხედვით, განისაზღვრება შესაბამისი მკურნალობა, იქნება ეს ბუნებრივ ციკლში ორსულობის დაგეგმვა, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI), თუ ინ ვიტრო განაყოფიერება სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციით (IVF/ICSI), ან სტანდარტული მეთოდით.

რეპროარტი_სპერმის ანალიზი _Semen Analysis

როდის არის რეკომენდებული სპერმის ანალიზი?

სპერმის ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია, თუ:

  • წყვილს რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი 6–12 თვის განმავლობაში უშედეგოდ აქვს
  • ქალი პარტნიორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნორმალურია
  • მამაკაცს უროლოგიური დაავადებების, სათესლე ჯირკვლის ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის ისტორია აქვს
  • არსებობს რისკფაქტორები ცხოვრების სტილის, ან საქმიანობის გამო (მაგ., მოწევა, სითბოს ზემოქმედება, ტოქსინები)
  • მამაკაცი გეგმავს ფერტილობის შენარჩუნებას (სპერმის გაყინვა)

როგორ ტარდება სპერმის ანალიზი რეპროარტში?

რეპროარტში სპერმის ნიმუშზე ანალიზი უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, სერტიფიცირებულ ანდროლოგიის ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციური ემბრიოლოგების მიერ ტარდება. ნიმუშის მიღება მასტურბაციის გზით, სპეციალური სტერილური კონტეინერით ხდება. პაციენტი ანალიზს აბარებს კლინიკაში არსებულ სპეციალურ, სუფთა და იზოლირებულ სივრცეში. სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია სპერმის რეპროარტში მოტანა, თუმცა აღებიდან არაუმეტეს 30-40 წუთში. 

Reproart_სპერმის ანალიზი _Semen Analysis
სპერმის ანალიზი რეპროარტში_Semen Analysis at Reproart

სპერმოგრამა განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრით, თითოეული პარამეტრის ნორმა დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ.

ეს პარამეტრებია:

  • ეაკულატის მოცულობა
  • სპერმის აგლუტინაცია
  • სპერმის სიბლანტე
  • სპერმატოზოიდების კონცენტრაცია
  • სპერმატოზოიდების მოძრაობა
  • სპერმატოზოიდების კონცენტრაცია მთელს ეაკულატში
  • აქტიური მოძრაობა
  • მორფოლოგია
  • ერითროციტები და ლეიკოციტები ეაკულატში
  • ეაკულატის PH

როგორ მოვემზადოთ სპერმის ანალიზისთვის?

სპერმოგრამის დროს, ანალიზის პასუხის სიზუსტისთვის მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას რამოდენომე მნიშვნელოვანი პირობა:

  • მინიმუმ 1 – მაქსიმუმ 3 დღიანი თავშეკავება სქესობრივი ცხოვრებისგან და მასტურბაციისგან
  • 7-10 დღიანი თავშეკავება ალკოჰოლის მიღებისგან
  • შეწყვიტე, ან შეამცირე თამბაქოს გამოყენება
  • 2-3 დღიანი თავშეკავება სხეულის გადახურებისგან (მაგ: საუნა, ცხელი აბაზანა)
  • გაფრთხილეთ ექიმი თუ იყენებთ რამე მედიკამენტს, დანამატს, ან თუ ახლახან გაქვთ გადატანილი რამე ტიპის დაავადება

როგორ იშიფრება თქვენი ანალიზის შედეგები?

რეპროარტში, თქვენი ექიმი (რეპროდუქტოლოგი, ან უროლოგ-ანდროლოგი) დეტალურად აგიხსნით:

  • არის თუ არა შედეგები ნორმის ფარგლებში
  • არის თუ არა გამოვლენილი რაიმე ტიპის გადახრა
  • საჭიროა თუ არა მკურნალობის დაგეგმვა, ან ცხოვრების სტილის შეცვლა
  • არის თუ არა რეკომენდებული დამატებითი კვლევები (მაგალითად, სპერმის DNA ფრაგმენტაცია, Y  ქრომოსომის მიკროდელეციები, ან ჰორმონული კვლევები)
Reproart_დაგეგმე ვიზიტი უროლოგ-ანდროლოგთან - Schedule an Appointment with Urologist-Andrologist

დაგეგმე გამოკვლევები რეპროარტში

  • სპერმის დნმ ფრაგმენტაცია
  • Y ქრომოსომის მიკროდელეციები
  • ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგია/ბაქტერიოსკოპია
  • სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია
  • ჰორმონალური ანალიზები

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

სპერმის ანალიზი მტკივნეულია?

არა. ეს არაინვაზიური და მარტივი პროცედურაა.

დიახ. ცხელება, ახლახან გადატანილი ვირუსული ინფექცია, ან სტრესი დროებით აუარესებს სპერმის მაჩვენებლებს.

ხშირ შემთხვევაში, თუ ანალიზის შედეგები არც ისე სახარბიელოა, საჭიროა განმეორებითი სპერმოგრამის გაკეთება 2–3 კვირის შემდეგ, შედეგების დასაზუსტებლად.

როგორ გავშიფრო ანალიზის შედეგები?

ამისთვის უნდა მიმართოთ თქვენს პირად ექიმს – რეპროდუქტოლოგს, ან უროლოგ-ანდროლოგს იმისთვის რომ საფუძვლიანად მოხდეს ანალიზის შედეგის ინტერპრეტირება

შედეგი ცნობილია არაუგვიანეს 1 საათში

სტერილური, ერთჯერადი ე.წ. შარდის კონტეინერით შეგიძლიათ მოიტანოთ სპერმა კლინიკაში, აღებიდან 30-40 წუთის განმავლობაში

სხვა სერვისები

ჩაეწერე სპერმოგრამაზე რეპროარტში_Spermogram at Reproart
დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში