კარიერა რეპროარტში

კარიერა რეპროარტში მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის — ეს არის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღო პროცესში, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და მნიშვნელოვან მომენტს უკავშირდება. 

რატომ რეპროარტი?

  • ჩვენი საქმიანობა ზრუნვას ემსახურება. ჩვენი პაციენტები იმედით იწყებენ ახალ ეტაპს და თითოეული თანამშრომელი ამ გზის თანამონაწილე არის.
  • გუნდური და მზარდი გარემო. ცოდნის გაზიარება, პროფესიული წინსვლა და ერთმანეთის მხარდაჭერა ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის.
  • საერთაშორისო გამოცდილება. რეპროარტი გლობალურ პაციენტებთან მუშაობს — რაც შანსს გაძლევს, საქართველოში იყო საერთაშორისო მედიცინის ნაწილი.

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც არიან:

  • გულისხმიერი და პაციენტზე ორიენტირებული
  • პროფესიონალი და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
  • ღია კომუნიკაციისა და გუნდური თანამშრომლობის უნარის მქონე
  • პასუხისმგებლიანი, მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული

მიმდინარე ვაკანსიები

შეავსე მარტივი ფორმა ან გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე

ექთანი

შერჩევის პროცესი:

  1. შეავსე მარტივი ფორმა ან გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე
  2. დეტალურად გავეცნობით შენს გამოცდილებასა და ინტერესებს
  3. დაგიკავშირდებით გასაუბრების ეტაპისთვის
  4. გადაწყვეტილებას რაც შეიძლება სწრაფად გაცნობებთ — პროცესში გამჭვირვალობა და დროულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

ვაკანსია ვერ ნახე? მაინც შეავსე ფორმა

თუკი ამ ეტაპზე შენი პროფილის შესაბამისი ვაკანსია არ არის გამოქვეყნებული, მაინც მოგვწერე — გთხოვ, მიუთითე, რა მიმართულება გაინტერესებს და როგორი როლი დაგაინტერესებდა რეპროარტში.
შენს მონაცემებს შევინახავთ კანდიდატების ბაზაში და დაგიკავშირდებით, როგორც კი შესაძლებლობა გაგვიჩნდება.

სიახლეები და ღონისძიებები