სპერმის დნმ ფრაგმენტაცია

მამაკაცის უნაყოფობის მიზეზის დასადგენად სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტია. მისი საშუალებით სპერმატოზოიდებში გენეტიკური მასალის (დნმ-ის) მთლიანობა ფასდება. ნორმალური დნმ ორჯაჭვიანია, ფრაგმენტაციის დროს კი, ერთი ან ორივე ჯაჭვი გაწყვეტილია, რაც სპერმის დნმ-ის დაშლას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, უჯრედი აღარ არის სრულყოფილი გენეტიკური კოდის მატარებელი და, შესაბამისად, სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს. ემბრიონის სწორი განვითარებისთვის სპერმის დნმ არ უნდა იყოს დაზიანებული, ანუ ფრაგმენტული.

მთავარი თემები

რატომ არის დნმ-ის ფრაგმენტაციის ტესტი მნიშვნელოვანი?

მიუხედავად იმისა, რომ სპერმის სტანდარტული პარამეტრები შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს, დნმ-ის ფრაგმენტაციის მაღალი მაჩვენებლები შეიძლება:

  • ხელს უშლიდეს განაყოფიერებასა და ემბრიონის განვითარებას
  • ხელს უშლიდეს ემბრიონის მიმაგრებას, ან ზრდიდეს  სპონტანური აბორტის რისკს
  • იყოს უშედეგო ინ ვიტრო განმაყოფიერების მიზეზი.  

დნმ-ის ფრაგმენტაციის მაღალი მაჩვენებლის აღმოჩენა ექიმს ეხმარება განსაზღვროს პაციენტისთვის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი. 

რეპროარტი_სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი-Reproart_DNA Fragmentation Test
ნორმალური დნმ – ის ჯაჭვი
ფრაგმეტული დნმ – ის ჯაჭვი

როდის არის რეკომენდებული სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის ტესტი?

სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის ტესტის გაკეთება  რეკომენდირებულია შემდეგი ჩვენებების დროს: 

  • გაურკვეველი წარმომავლობის უნაყოფობა
  • წარსულში, ემბრიონის განვითარების შეჩერება
  • მრავალჯერადი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა
  • პარტნიორთან მრავლობითი შეწყვეტილი ორსულობები
  • ხანდაზმული ასაკი
  • ვარიკოცელე
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი
  • სპერმოგრამის დაბალი მაჩვენებლები

როგორ ტარდება სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის ტესტი რეპროარტში?

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტის დროს ნიმუშის მიღება, ისევე როგორც სპერმოგრამის დროს მასტურბაციის გზით ხდება. პაციენტი ანალიზს აბარებს კლინიკაში არსებულ სპეციალურ, სუფთა და იზოლირებულ სივრცეში. სურვილის შემთხვევაში შეუძლია სპერმის რეპროარტში მოტანა, აღებიდან არაუმეტეს 30-40 წუთში. ტესტის დროს: 

  • ითვლება იმ სპერმატოზოიდების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც აქვთ დაზიანებული (ფრაგმენტული) დნმ. 
  • შედეგები აღიწერება როგორც დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსი (DFI) — რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო მეტად არის დნმ დაზიანებული. 

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტის გაკეთებამდე აუცილებელია:

როგორ იშიფრება თქვენი ანალიზის შედეგები?

რეპროარტში, თქვენი ექიმი (რეპროდუქტოლოგი, ან უროლოგ-ანდროლოგი) დეტალურად აგიხსნით:

  • დნმ ფრაგმენტაციის რა პროცენტული მაჩვენებელი შეესაბამება ნორმას
  • არის თუ არა საჭირო ანტიოქსიდანტური თერაპია
  • არის თუ არა საჭირო ცხოვრების წესის შეცვლა
  • არის თუ არა საჭირო თანმდევი დაავადებების მკურნალობა (მაგ., ვარიკოცელე)
  • არის თუ არა საჭირო ინ ვიტრო განაყოფიერების ICSI მეთოდით გაკეთება  
რეპროარტი_სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის ტესტი-Reproart_DNA Fragmentation Test

რა უნდა გაითვალისწინოთ?

ტესტის გაკეთებამდე აუცილებელია:

  • 1-3 დღიანი თავშეკავება სქესობრივი ცხოვრებისგან და მასტურბაციისგან
  • 7-10 დღიანი თავშეკავება ალკოჰოლის მიღებისგან
  • შეწყვიტე, ან შეამცირე თამბაქოს გამოყენება
  • 2-3 დღიანი თავშეკავება სხეულის გადახურებისგან (მაგ: საუნა, ცხელი აბაზანა)
  • გაფრთხილეთ ექიმი თუ იყენებთ რამე მედიკამენტს, დანამატს, ან თუ ახლახან გაქვთ გადატანილი რამე ტიპის დაავადება

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

თუ სპერმოგრამა ნორმაშია, ნიშნავს ეს რომ დნმ არ არის დაზიანებული?

არა, ყოველთვის ესე არ არის. შესაძლოა ნორმალური რაოდენობისა და მოძრაობის მქონე სპერმატოზოიდებსაც ჰქონდეთ დნმ-ის მაღალი ფრაგმენტაცია.

დიახ, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია რომ მომდევნო ეაკულაციისას უკეთესი შედეგი იყოს. 

არა, ორივეს გაკეთდება ერთდროულად არ დაგჭირდებათ. სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტში სპერმოგრამის მაჩვენებლებიც განისაზღვრება, 

დნმ ფრაგმენტაციის ტესტი მტკივნეული პროცედურაა?

არა, უმტკივნეულო და არაინვაზიური ტესტია. 

შედეგები ცნობილია 1 ან 2 სამუშაო დღეში. 

ამის მიზეზები შეიძლება იყოს: გადატანილი ინფექცია, ლეიკოციტოსპერმია, სათესლე ჯირკვლის მომატებული ტემპერატურა, ვარიკოცელე, ხანდაზმული ასაკი, დიეტა, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარება და სხვა.

სხვა სერვისები

რეპროარტი_მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა- Male Infertility Treatment
დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში