მამაკაცის ენდოკრინული სისტემის შეფასება

მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკის დროს ენდიკრინული სისტემის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჰორმონები არეგულირებენ სპერმის წარმოებასა და სექსუალურ ფუნქციებს, ამიტომ მათი დისბალანსი შესაძლოა უშვილობის მიზეზი იყოს, მაშინაც კი, როცა სპერმის ანალიზი ნორმალურია. ჰორმონალური ტესტირება საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული პაციენტის ჰორმონული პროფილი და შევარჩიოთ შესაბამისი მკურნალობის სტრატეგია.

მთავარი თემები

რას გულისხმობს მამაკაცის ენდოკრინული სისტემის შეფასება?

მამაკაცის ენდოკრინული სისტემის შეფასება გულისხმობს იმ ჰორმონების კვლევას, რომელიც პასუხისმგებელია მისი რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებისთვის.  ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსის გამო შესაძლოა სათესლე ჯირკვლებში ვერ ხდებოდეს სპერმის წარმოება (სპერმატოგენეზი) და სწორედ ეს იყოს უნაყოფობის მიზეზი. 

რეპროარტის  დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სრულფასოვნად კეთდება ყველა ტიპის ჰორმონალური კვლევა, რაც საჭიროა მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკის პროცესში. 

რეპროარტი_ მამაკაცის ჰორმონალური ტესტები- Reproart_Male Hormonal Tests

რატომ არის მამაკაცის ჰორმონული ტესტირება მნიშვნელოვანი?

ჰორმონები აკონტროლებენ ძირითად რეპროდუქციულ ფუნქციებს, მათ შორის სპერმის წარმოქმნასა და განვითარებას (სპერმატოგენეზი), ლიბიდოსა და ტესტოსტერონის წარმოებას. ჰორმონალური პროფილის განსაზღვრა გვეხმარება მკურნალობის მეთოდის შერჩევასა და ორსულობის დაგეგმვაში ბუნებვრივი გზით ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (IVF. ICSI, Micro TESE) გამოყენებით. ჰორმონულმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს: 

  • სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება
  • ერექციის ან ეაკულაციის პრობლემები
  • დაავადებები, როგორიცაა ჰიპოგონადიზმი ან ჰიპოფიზის დისფუნქცია

 

როდის არის რეკომენდებული მამაკაცის ენდოკრინული სისტემის შეფასება?

მამაკაცის ენდოკრინული სისტემის შეფასება  რეკომენდებულია, როცა:

• სპერმის ანალიზის შედეგებიდან ვლინდება  სპერმატოზოიდების  დაბალი რაოდენობა და ცუდი მოძრაობაა. 

• სპერმის ანალიზის შედეგებიდან ვლინდება, რომ ეაკულატში (სპერმალური სითხე) სპერმატოზოიდების რაოდენობა ნულია – აზოოსპერმია

• არსებობს დაბალი ტესტოსტერონის ნიშნები – დაღლილობა, ლიბიდოს დაქვეითება, კუნთოვანი მასის შემცირება

• ექიმის მიერ შესწავლილია ჰორმონული დაავადების, სათესლე ჯირკვლების ტრავმის, ან რამე ტიპის ანომალიის ისტორია

როგორ მოვემზადოთ ტესტირებისთვის?

რეპროარტის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ვიზიტამდე პაციენტმა უნდა იცოდეს რომ: 

  • ჰორმონალური ანალიზების კვლევა ხდება ვენური სისხლის ნიმუშით
  • სისხლის აღება ვენიდან რეკომენდირებულია დილის საათებში 
  • ანალიზების ჩაბარებამდე უზმოზე ყოფნა ყოველთვის არაა აუცილებელი, მაგრამ შესაძლოა კონკრეტულ ტესტზე საჭირო იყოს (ამ ინსტრუქციას მოგცემთ თქვენი ექიმი)
  • აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს წინასწარ მიღებული მედიკამენტების, საკვები დანამატებისა და სტეროიდების შესახებ

ანალიზისთვის სისხლის აღება რამდენიმე წუთს გრძელდება და ტარდება გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ. 
ანალიზების შედეგები კი მზად არის 1-3 სამუშაო დღეში და ავტომატურად გეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. 

რა კვლევები კეთდება რეპროარტში მამაკაცის ჰორმონალური პროფილის შესაფასებლად?

ლაბორატორიული კვლევები:

  • ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH)
  • ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH)
  • ლუთეინიზირებელი ჰორმონი (LH)
  • პროლაქტინი (PRL)
  • ტესტოსტერონი
  • თავისუფალი ტესტოსტერონი და სხვა 

სხვა ტიპის კვლევები:

  • ურეთრის ნაცხის ბაქტერიოსკოპია/ბაქტერიოლოგია
  • ჰეპატიტები და შიდსი
  • სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა და სხვა

ჩაიტარე ჰორმონალური ტესტები რეპროარტის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში

„ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტულია და ლაბორატორიაში ის ყოველდღიურად, საკონტროლო შრატებით მოწმდება. თითეული ანალიზის შეუსაბმობის შემთხვევაში კი, არასწორი პასუხის თავიდან ასაცილებლად, რეაქტივის თავიდან დაკალიბრება და ისევ კონტროლების გაშვება ხდება. წლებია, ლაბორატორია გარე ხარისხის კონტროლში RIQAS NET-შიც მონაწილეობს, სადაც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს“.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

შესაძლებელია თუ არა ჰორმონული დისბალანსის მკურნალობა?

დიახ. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. 

დიახ. ზოგიერთი კონკრეტული ანალიზის დროს აუცილებელია უზმოზე ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კვლევის შედეგში ცდომილება აღმოჩნდეს. 

დიახ. აზოოსპერმიის დიაგნოზის დროს მნიშვნელოვანია ჰორმონალური ანალიზების ჩატრება რათა გავიგოთ აქვს თუ არა მამაკავს შვილის ყოლის შანსი

სხვა სერვისები

რეპროარტი_მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა- Male Infertility Treatment
დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში