ემბრიონის გაყინვა
ემბრიონის გაყინვა (ე.წ. კრიოპრეზერვაცია) არის ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპზე მისი გაყინვა და შენახვა მომავალი გამოყენებისთვის. ეს პროცესი საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ ემბრიონები, რომლებიც ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ციკლში შექმნა, რათა ხელმეორედ არ დაგჭირდეთ საკვერცხეების ჰორმონალური სტიმულაცია და კვერცხუჯრედების ამოღება.
რეპროარტში ვიყენებთ ვიტრიფიკაციის — უახლესი, სწრაფი გაყინვის მეთოდს, რომელიც იცავს ემბრიონის სტრუქტურასა და სიცოცხლისუნარიანობა. ჩვენი გუნდის გამოცდილება და კლინიკაში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ ემბრიონის მაღალი გადარჩენისა და ორსულობის მაჩვენებლები.
ემბრიონის გაყინვა პირველად რეპროარტის გუნდმა განახორიციელა
ემბრიონის გაყინვა ვიტრიფიკაციით, საქართველოში პირველად, სწორედ ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის გუნდმა განახორციელა და უკვე წლებია წარმატებულ შედეგებს ღებულობს. ვიტრიფიცირებული ბლასტოცისტის გამოლღობისას 98% გადარჩება, ხოლო მათი საშვილოსნოში გადატანის შემდეგ შემთხვევათა 64.5%-ში ხდება ორსულობა.
გაყინული/გამთბარი (გამლღვარი) ემბრიონების გამოყენების წარმატებული შედეგები რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის მიერ ევროპის რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის კონგრესზე (ESHRE) 2015 წელს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში იყო წარდგენილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ემბრიონის გაყინვა?
რეპროარტში ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა ქალის საშვილოსნოში ერთი, მაქსიმუმ ორი ემბრიონის გადატანას ითვალისწინებს. თუმცა, საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედებიდან ხშირ შემთხვევაში, ორზე მეტი ემბრიონი ვითარდება. ამიტომ მათი გადატანის შემდეგ დარჩენილი ემბრიონები იყინება.
ზოგჯერ კი პაციენტის ყველა ემბრიონი იყინება. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ექიმი ქალის საშვილოსნოს შესაბამისად მომზადებულად არ მიიჩნევს, ან როდესაც პროგესტერონის მაჩვენებელი მაღალია. ამიტომ ესეთ შემთხვევაშიც რეკომენდირებულია რომ ემბრიონი გაიყინოს და საშვილოსნოს სათანადოდ მომზადების შემდეგ მოხდეს მისი გადატანა.
როდის შეიძლება დაგჭირდეთ ემბრიონის გაყინვა?
ემბრიონის გაყინვა საჭიროა, როდესაც:
- გადაგაქვთ მხოლოდ ერთი ან ორი ემბრიონი, ხოლო დარჩენილი ემბრიონების შენახვა გსურთ მომავლისთვის
- საშვილოსნო ამ ციკლში არ არის მზად ემბრიონის მისაღებად (მაგალითად, მაღალი პროგესტერონის ან ენდომეტრიუმის სიხშირის გამო)
- ინიშნება გენეტიკური ტესტირება (PGT-A) და ემბრიონების გადატანა დაგეგმილია შედეგების მიღების შემდეგ
- გსურთ ორსულობის გადადება პირადი ან სამედიცინო მიზეზით
- საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის (OHSS) რისკი მაღალია
- წინ გელით მკურნალობა, რომელიც რეპროდუქციულ ფუნქციას საფრთხეს უქმნის (მაგ. ქიმიოთერაპია)
ხშირად დასმული კითვები (FAQs)
თუ გაქვს შეკითხვები მოგვწერე ფეისბუქის ოფიციალურ ვებ გვერდზე ან დაგვიკავშირდი კლინიკის ნომერზე
რამდენ ხანს ინახება ემბრიონი და არის თუ არა გაყინვა უსაფრთხო?
ემბრიონები შეიძლება ინახებოდეს ათწლეულობით — მათი ხარისხი შენარჩუნებულია სათანადო პირობებში. ვიტრიფიკაცია უსაფრთხო მეთოდია — ემბრიონების 90%-ზე მეტი გამოლღობის შემდეგ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.
შეიძლება თუ არა ემბრიონის ტესტი - PGT-A უკვე გაყინულ ემბრიონზე?
დიახ. თუ ემბრიონი უკვე გაყინულია და გენეტიკური ტესტირება (PGT-A) მაშინ არ ჩატარებულა, შესაძლებელია ემბრიონის გამოლღობა, ბიოფსია და ხელახლა გაყინვა.
რა ხდება, თუ არ გამოვიყენე გაყინული ემბრიონი?
თუ გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ გაყინული ემბრიონის გამოყენება, შესაძლებელია მისი შენახვის გაგრძელება, განადგურება ან სხვა სამედიცინო მიზნისთვის გადაცემა თქვენი ინფორმირებული თანხმობით. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ თქვენი ნებართვის საფუძველზე და სრულად შეესაბამება მოქმედ კანონებსა და კლინიკის შიდა რეგულაციებს.