კარიოტიპირება

რეპროარტში კარიოტიპირების ანალიზი უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება. კარიოტიპირება გენეტიკური კვლევაა, რომელიც ადამიანის ქრომოსომების სტრუქტურისა და რაოდენობის ანალიზს გულისხმობს. იგი რუტინული დიაგნოსტიკური საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა არასპეციფიკური კლინიკური სიტუაციების დროს გამოიყენება.

მთავარი თემები

რატომ არის მნიშვნელოვანი კარიოტიპირება?

რეპროარტი_ კარიოტიპირების გენეტიკური ტესტი - Reproart_Karyotype Genetic Test
რეპროარტი_გენეტიკური ანალიზი კარიოტიპირება- Reproart_Karyotype Genetik test

კარიოტიპირება უნაყოფობის პრობლემის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა. ანალიზის შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ქრომოსომული ანომალიები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს უშვილობასთან. სწორედ ამიტომ, იგი ტარდება უნაყოფობის დიაგნოსტიკის პროცესში, რათა სწორად განისაზღვროს  მკურნალობის მომდევნო სტრატეგია. 

ვისთვის არის რეკომენდებული კარიოტიპირება?

კარიოტიპირება შემდეგი ჩვენებების დროს გამოიყენება: 

  • მკვდრადშობადობა და ნეონატალური სიკვდილი ოჯახში
  • სასქესო ორგანოების ანომალიების დროს
  • ახალშობილის გენეტიკური სქესის დადგენა

ადრეულ ასაკში გამოვლენილი ზრდისა და განვითარების პრობლემები:

  • ჩამორჩენა ზრდასა და ფიზიკურ განვითარებაში;
  • დისმორფული გარეგნობა;
  • მრავლობითი მანკები;
  • ტანდაბლობა;
  • განუვითარებელი ან გაურკვეველი სქესის გენიტალიები;
  • გონებრივი ჩამორჩენილობა;
  • ჩამორჩენილი სქესობრივი განვითარება.

უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები:

  • პირველადი ამენორეა;
  • მეორადი ამენორეა;
  • ორზე მეტი თვითნებური აბორტი;
  • სპერმატოგენეზის დარღვევები.

ოჯახის ისტორია — როცა პაციენტის პირველი რიგის ნათესავს ქრომოსომული პათოლოგია აქვს, მისი ქრომოსომული გამოკვლევა აუცილებელია

გვიანი ორსულობა — 30-35 წელს გადაცილებულ ქალებში ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების განვითარების საშიშროება არსებობს. შესაბამისად, აუცილებელია ნაყოფის შესაძლო ქრომოსომული ანომალიების პრენატალური სკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — დიაგნოსტიკა.

როგორ ტარდება კარიოტიპირება

კარიოტიპირების ანალიზისთვის სპეციალური დიეტა, ან წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. ანალიზი ადგილზე, რეპროარტის ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში მაღალკვალიფიციური ციტოგენეტიკოსის მიერ ტარდება. 

  • ანალიზისთვის სისხლის ნიმუშის აღება ხდება ვენიდან
  • ქრომოსომების რაოდენობრივი და სტრუქტურული შეფასება კეთდება
  • შედეგების მიღება შესაძლებელია 17 სამუშაო დღეში

 

გამოკვლევის ბოლოს ციტოგენეტიკოსი დეტალურად აგიხსნით შედეგებს და დაგეხმარებათ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში.

ჩაიტარე კარიოტიპირება რეპროარტში

ანალიზი თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ციტოგენეტიკის ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ტარდება.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

მასალა უცხოეთში იგზავნება სადიაგნოსტიკოდ?

არა. დიაგნოსტიკა ადგილზე, ულტრათანამედროვე ციტოგენეტიკის ლაბორატორიაში მაღალკვალიფიციური ციტოგენეტიკოსის მიერ ტარდება.

რეკომენდებულია ორივე პარტნიორის კარიოტიპირება, რადგან ქრომოსომული ცვლილებები შესაძლოა ჰქონდეს როგორც ქალს, ისე მამაკაცს.

არა, არ არის აუცილებელი. 

საჭიროა ანესთეზია პროცედურის დროს?

არა. პროცედურა უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს არც ადგილობრივ და არც საერთო ანესთეზიას. თუ მაინც გაქვთ შფოთვა ან ტკივილის შიში, შეგიძლიათ წინასწარ აცნობოთ თქვენს კოორდინატორს ან ექთანს — ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ.

არ აქვს მნიშვნელობა. შეგიძლიათ ციკლის ნებისმიერ ფაზაში ჩაიტაროთ ანალიზი. 

შედეგები ცნობილია 17 სამუშაო დღეში და ავტომატურად გეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე. 

სხვა სერვისები

დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში