რატომ ვერ დგება ორსულობა, შესაძლო მიზეზები

თუ ცდილობთ დაორსულებას და ეს პროცესი გრძელდება შედეგის გარეშე, ეს შეიძლება იყოს როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად დამღლელი. რეპროარტში კარგად გვესმის, რამდენად რთული და დაბნეულობით სავსე შეიძლება იყოს ეს გზა. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ პასუხების პოვნასა და სწორი ნაბიჯების გადადგმაში.

გაგიზიარებთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, რომლებიც შეიძლება ხელს უშლიდეს ორსულობას.

სარჩევი

1. ოვულაციის დარღვევები

რეპროარტი - ოვულაციის დარღვევები

ოვულაციის დარღვევები ქალებში უნაყოფობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ოვულაციის დარღვევები მოიცავს:

  • არარეგულარული ოვულაცია ან ოვულაციის არარსებობა (ანოვულაცია)
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS)
  • ნაადრევი საკვერცხის უკმარისობა (POI)
  • ჰორმონული დისბალანსი, რომელიც ციკლზე მოქმედებს

 

რას უნდა აკეთებდეთ: ჰორმონული ანალიზები, ულტრაბგერითი მონიტორინგი და ოვულაციის სტიმულაცია შეიძლება იყოს ეფექტური მართვის გზა.

3. საშვილოსნოს ან ყელის ფაქტორები

თუ ფალოპის მილები დახშულია ან დაზიანებული, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ვერ ხვდებიან ერთმანეთს.

შესაძლო მიზეზები:

  • მენჯის ანთებითი დაავადება (PID)
  • ენდომეტრიოზი
  • მენჯის ან მუცლის ქირურგიული ჩარევები

 

რა შეიძლება გაკეთდეს: მილების შესაფასებლად ტარდება სპეციალური რენტგენული კვლევა (HSG) ან 3D ულტრაბგერა. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიას ან IVF-ს.

4. მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა

რეპროარტი - მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა

დაახლოებით 40–50% შემთხვევებში უნაყოფობის მიზეზი სპერმის მხარეს არის.

შესაძლო მიზეზები:

  • სპერმის დაბალი რაოდენობა ან სუსტი მოძრაობა
  • არანორმალური ფორმა (მორფოლოგია)
  • ვარიკოცელე
  • ჰორმონული ან გენეტიკური დარღვევები

 

რა შეიძლება გაკეთდეს: პირველ ეტაპზე ტარდება სპერმის ანალიზი. შედეგების მიხედვით, რეკომენდებულია ICSI ან სხვა სპეციფიური მკურნალობა.

5. ასაკთან დაკავშირებული უნაყოფობა

ქალის ნაყოფიერება ბუნებრივად იკლებს 35 წლის შემდეგ და კიდევ უფრო სწრაფად 40-ის შემდეგ. ეს ეხება როგორც კვერცხუჯრედის რაოდენობას, ისე ხარისხს.

აქ დავამატო ტექსტი – თუ რამდენი კვერცუხჯრედით იბადება ქალი და რომ ხარჯავს ყოველ ციკლში

რას უნდა აკეთებდეთ: საკვერცხის რეზერვის შეფასება (AMH, AFC) და პერსონალიზებული გეგმის შედგენა დაგეხმარებათ დროულად გადახვიდეთ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ან განიხილოთ დონაცია.

6. აუხსნელი უნაყოფობა

რეპროარტი - აუხსნელი უნაყოფობა

ზოგჯერ ყველა კვლევა ნორმალურია, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება. ამას ეწოდება აუხსნელი უნაყოფობა და ის 10–15% წყვილს ახასიათებს.

რა შეიძლება გაკეთდეს: ფერტილობის სპეციალისტი რეკომენდაციას გაუწევს მიზანმიმართულ მკურნალობას — მაგალითად, IUI-ს ან IVF-ს — თქვენი ანამნეზისა და მდგომარეობის საფუძველზე.

7. ცხოვრების წესი და ზოგადი ჯანმრთელობა

თქვენი ზოგადი ჯანმრთელობა, ჩვევები და გარემო პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე.

შესაძლო ფაქტორები:

  • მაღალი სტრესი

  • მოწევა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება

  • მკვეთრად დაბალი ან მაღალი წონა

  • არასრულფასოვანი კვება ან გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა

  • ძილის დარღვევები ან ქრონიკული დაავადებები

რას უნდა აკეთებდეთ: ცხოვრების სტილის გაუმჯობესება, სტრესის მართვა და ჯანმრთელობის ზოგადი გაძლიერება ბევრად ზრდის შანსებს წარმატებისთვის.

დაგეგმე ვიზიტი

პირველი ნაბიჯი მშობლობისკენ იწყება აქ — ინდივიდუალური ზრუნვა, თანამედროვე მედიცინა და შენზე მორგებული მკურნალობის მიდგომები.

უნაყოფობის მკურნალობა

  • ქალის გამოკვლევები
  • კაცის გამოკვლევები
  • ინ ვიტრო განაყოფიერება
  • კვერცხუჯრედის დონაცია
  • ემბრიონის გენეტიკური ტესტი — PGT-A
  • კვერცხუჯრედის გაყინვა 

საგანმანათლებლო რესურსები

ვიზიტის დაგეგმვა რეპროარტში-Schedule an Appointment at Reproart

დაჯავშნე ვიზიტი რეპროარტში

თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში