რას გულისხმობს ქალის ენდოკრინული სისტემის შეფასება?
ქალის ენდოკრინული სისტემის შეფასება გულისხმობს იმ ჰორმონებისა და ჯირკვლების ფუნქციის შემოწმებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ჰორმონების — მაგალითად, თირეოიდული ჰორმონების, პროლაქტინის, ესტროგენის, პროგესტერონისა და ანდროგენების — სწორი ბალანსი აუცილებელია ნორმალური ოვულაციის, ციკლის და ნაყოფიერებისათვის.
რეპროარტში ვატარებთ სრულყოფილ ჰორმონალურ გამოკვლევებს იმისათვის, რომ დავადგინოთ არის თუ არა ჰორმონული დისბალანსი, რაც შეიძლება აფერხებდეს ორსულობას. თქვენი ჰორმონული ჯანმრთელობის ცოდნა პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენზე მორგებული მკურნალობის დაგეგმვისკენ.
რატომ არის ქალის ენდოკრინული სისტემის შეფასება მნიშვნელოვანი?
ჰორმონული დისბალანსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე — იწვევს არარეგულარულ ოვულაციას, ციკლის დარღვევას, უშვილობას და ზოგჯერ ორსულობის დაკარგვასაც. ასეთი დარღვევების ხშირი მიზეზებია პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), თირეოიდული დაავადებები და მაღალი პროლაქტინი.
ამ პრობლემების დროულად გამოვლენა და მართვა მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ბუნებრივად დაორსულების, ისე მკურნალობის წარმატების შანსებს.
როდის არის რეკომენდებული ჰორმონული ფონის შეფასება?
- ცდილობთ დაორსულდეთ უკვე 6 თვე ან მეტია და ჯერ არ გამოგივიდათ
- გქონიათ არარეგულარული მენსტრუაცია
- გქონიათ ჰორმონული დისბალანსის ნიშნები (მეტადანი თმის ზრდა, აკნე, წონის ცვლილება და სხვ.)
- გქონიათ ან გაქვთ თირეოიდის პრობლემები ან მაღალი პროლაქტინი
- დაგისვეს დიაგნოზი: PCOS ან სხვა ენდოკრინული დარღვევა
- გეგმავთ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას (IUI) ან ინ ვიტრო განაყოფიერებას (IVF)
ჰორმონალური პროფილის შესაფასებლად რა კვლევები კეთდება რეპროარტში?
- ლაბორატორიული ანალიზები:
- თირეოიდის სტიმულირებელი ჰორმონი (TSH)
- პროლაქტინი
- ფოლიკულსტიმულირებელი ჰორმონი (FSH)
- ლუტეინიზებელი ჰორმონი (LH)
- ესტრადიოლი (E2)
- ანტიმიულერული ჰორმონი (AMH)
- ტესტოსტერონი და სხვა ანდროგენები
- კლინიკურ შეფასება ჰორმონული დისბალანსის ფიზიკური ნიშნების დასადგენად
- ულტრაბგერით გამოკვლევა
როგორ მოემზადოთ ვიზიტისთვის?
- ზოგიერთი ანალიზი ტარდება ციკლის კონკრეტულ დღეებში, გამოკვლევები, როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს ტარდება — გთხოვთ დაიცვათ ექიმის ინსტრუქციები
- შეიძლება საჭირო იყოს უზმოზე მოსვლა
- მნიშვნელოვანია, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი სამედიცინო ისტორიისა და მედიკამენტების შესახებ (თუ კი იღებთ)
- ჩვენი გუნდი მოგაწვდით ყველა საჭირო რეკომენდაციას, რათა შედეგები იყოს ზუსტი და სანდო.
რას უნდა ელოდოთ ვიზიტის დროს?
- ექიმთან კონსულტაცია რათა მოხდეს თქვენი ჯანმრთელობის ისტორიის შესწავლა
- ლაბორატორიული ანალიზებისთვის სისხლის აღება, რაც სწრაფი და რუტინული პროცედურაა
- ულტრაბგერითი გამოკვლევა – უმტკივნეულოა
- ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული
ჩაიტარე ჰორმონალური ტესტები რეპროარტის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში
„ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტულია და ლაბორატორიაში ის ყოველდღიურად, საკონტროლო შრატებით მოწმდება. თითეული ანალიზის შეუსაბმობის შემთხვევაში კი, არასწორი პასუხის თავიდან ასაცილებლად, რეაქტივის თავიდან დაკალიბრება და ისევ კონტროლების გაშვება ხდება. წლებია, ლაბორატორია გარე ხარისხის კონტროლში RIQAS NET-შიც მონაწილეობს, სადაც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს“.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
არსებობს გზები ჰორმონული ბალანსის აღსადგენად?
დიახ. თანამედროვე მედიცინა მრავალ ეფექტურ საშუალებას გვთავაზობს ჰორმონების მოსაწესრიგებლად — იქნება ეს მედიკამენტური მკურნალობა, სწორი კვება თუ ცხოვრების სტილის შეცვლა
შეაფერხებს ჰორმონული ანალიზები ინ ვიტრო განაყოფიერების დაწყებას?
საერთოდ არა. პირიქით — ჰორმონული ფონის ზუსტი შეფასება საშუალებას გვაძლევს თავიდანვე გავიგოთ, რა სჭირდება თქვენს ორგანიზმს და შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური და მიზნობრივი მკურნალობა. ეს ნიშნავს ნაკლებად დაკარგულ დროს და უკეთეს შედეგებს.
როდის მივიღებ ანალიზის პასუხებს?
ლაბორატორიული პასუხების უმეტესობა მზად არის 1–3 სამუშაო დღეში. პასუხები მოგივათ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე. შედეგების ინტერპრეტაციაში კი თქვენი ექიმი დაგეხმარებათ, დანიშნეთ მასთან ვიზიტი შედეგების და მკურნალობის გეგმის გასაცნობად.