კვერცხუჯრედის გაყინვა

კვერცხუჯრედების გაყინვა უნიკალური შესაძლებლობაა შეინარჩუნოთ ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსი და დაგეგმოთ ორსულობა მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნებით. კვერცხუჯრედის გაყინვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, ვინც ჯერ არ გეგმავს დედობას სოციალური მიზნით, ან აქვს ისეთი სამედიცინო ჩვენება, რამაც მომავალში შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მის რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე.

მთავარი თემები

ქალის ნაყოფიერების დაზღვევა

კვერცხუჯრედის გაყინვა ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიმართულებაა რეპროდუქციულ მედიცინაში და მოიაზრებს ქალის ფერტილობის შენარჩუნებას. 

კვერცხუჯრედების გაყინვა შეიძლება განვიხილოთ  როგორც გზა რეპროდუქციული შესაძლებლობების გახანგრძლივებისთვის.

ასაკი არის  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. 35 წლის ზემოთ ასაკის ქალებში თანდათან მცირდება კვერცხუჯრედების მარაგი, ხარისხი და იმატებს ქრომოსომული დარღვევების რისკი,  40 წლის შემდეგ კი ეს ცვლილებები  დრამატულია. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად – კვერცხუჯრედის გაყინვა და გამოყენება მაშინ როცა ქალი ორსულობას გადაწყვეტს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. 

კვერცხუჯრედის გაყინვა საშუალებას გაძლევთ დააზღვიოთ თქვენი ბიოლოგიური შესაძლებლობა მომავალში.

ვისთვის არის რეკომენდებული კვერცხუჯრედების გაყინვა?

  • ქალებისთვის, ვინც ჯერ არ გეგმავს დედობას — პირადი, პროფესიული ან საგანმანათლებლო მიზნებით
  • მათთვის, ვისაც ჯერ არ ჰყავს პარტნიორი, მაგრამ სურს ოჯახი მომავალში
  • ქალებისთვის, რომელთაც დაქვეითებული აქვთ საკვერცხის რეზერვი
  • ონკოლოგიური ან სხვა მკურნალობის მოლოდინში მყოფი პაციენტებისთვის
  • მათთვის, ვის ოჯახშიც ნაადრევი მენოპაუზის შემთხვევები დაფიქსირდა
  • ტრანზიციის მოლოდინში მყოფი ქალებისთვის, ვინც გეგმავს რეპროდუქციული შესაძლებლობის შენარჩუნებას

რატომ ჯობია კვერცხუჯრედების გაყინვა უფრო ადრეულ ასაკში?

ქალის რეპროდუქციული შესაძლებლობა ასაკთან ერთად ბუნებრივად იკლებს — განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდობაში გაყინული, მაღალი ხარისხის კვერცხუჯრედები მნიშვნელოვნად ზრდიან სამომავლოდ ორსულობის შანსს. 

გაყინვა 30 წლამდე, ან 30-დან 35 წლამდე საუკეთესო პერიოდად ითვლება, თუმცა შესაძლებელია მოგვიანებითაც,  ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

კვერცხუჯრედის გაყინვის ეტაპები

კვერცხუჯრედის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით, ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს, გარდამტეხი მოვლენა გახდა ისეთი ქალებისთვის, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ბიოლოგიური შვილი არ ეყოლებოდა. დედის ახალგაზრდობაში გაყინული და წლების შემდეგ გამოყენებული კვერცხუჯრედით ბევრი ბავშვია დაბადებული.

რეპროარტი_ კვერცხუჯრედის გაყინვა- Reproart_Egg Freezing

კონსულტაცია და ინდივიდუალური შეფასება

პირველ ეტაპზე ხართ რეპროდუქციულ სპეციალისტთან. ტარდება დეტალური გამოკვლევები — ჰორმონული ანალიზები (AMH, FSH, ესტრადიოლი) და საკვერცხის რეზერვის შეფასება ტრანსვაგინალური ექოსკოპიით. ეს ინფორმაცია ეხმარება ექიმს თქვენს საჭიროებებზე მორგებული გეგმის შედგენაში.

რეპროარტი_ კვერცხუჯრედის გაყინვა- Reproart_Egg Freezing

საკვერცხეების სტიმულაცია

ინექციური ჰორმონებით სტიმულირდება კვერცხუჯრედების მომწიფება — ერთი ციკლის განმავლობაში რამდენიმე კვერცხუჯრედის მიღების მიზნით. პროცესი გრძელდება დაახლოებით 8–12 დღე და პარალელურად ტარდება ულტრაბგერითი მონიტორინგი და სისხლის ანალიზები.

რეპროარტი_კვერცხუჯრედის ამოღება (ასპირაცია)-Reproart_Egg Retrieval Procedure

კვერცხუჯრედის ამოღება (ასპირაციია)

როდესაც საკვერცხის ფოლიკულები მიაღწევს საჭირო ზომას, ტარდება კვერცხუჯრედის ამოღება (ასპირაცია) — ულტრაბგერითი კონტროლით, მცირე ინვაზიური პროცედურით და მსუბუქი ანესთეზიით. პროცედურა ხანმოკლეა და პაციენტებისთვის უმტკივნეულო.

კვერცხუჯრედების გაყინვა

ასპირაციით მიღებულ მომწიფებულ კვერცხუჯრედებს ემბრიოლოგი ამუშავებს ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში და ყინავს ვიტრიფიკაციის მეთოდით. პროცედურა მოიცავს კვერცხუჯრედების ინკუბაციას სპეციალურ დამცავ ხსნარებში — კრიოპროტექტანტებში, რის შემდეგაც კვერცხუჯრედები თავსდება ჯერ თხევად აზოტში, -196°C ტემპერატურაზე და შემდეგ წკირებზე.

რეპროარტი_კვერცხუჯრედის გაყინვა-Reproart_Egg Freezing.

კვერცხუჯრედების შენახვა

წკირებზე მოთავსებული კვერცხუჯრედები ინახება სპეციალურ, თხევადი აზოტის ბალონებში -196°C ტემპერატურაზე. კვერცხუჯრედების შენახვა რეპროარტში შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ მის გამოყენებას ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურისთვის.

როდის და როგორ ხდება კვერცხუჯრედების გამოყენება?

გაყინული კვერცხუჯრედები ინახება სპეციალურ პირობებში, სადაც მუდმივად კონტროლდება უსაფრთხოება და სტაბილური ტემპერატურა. ისინი ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას წლების განმავლობაში და მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

როცა გადაწყვეტთ ორსულობის დაგეგმვას,  ემბრიოლოგი გამოალღობს გაყინულ კვერცხუჯრედებს და ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში გაანაყოფიერებს  პარტნიორის, ან დონორის სპერმით. მოგვიანებით, მიღებული ემბრიონი თქვენს რეპროდუქტოლოგს საშვილოსნოს ღრუში გადააქვს. პროცედურიდან დაახლოებით 10–12 დღეში ტარდება ორსულობის ტესტი, რომელიც გვიჩვენებს შედეგს.

კვერცხუჯრედის გაყინვის უპირატესობები

  • ინარჩუნებთ თქვენი ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსს მომავალში
  • აღარ ხართ შეზღუდული ასაკით — გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებთ, როცა მზად იქნებით
  • შესაძლებლობას გაძლევთ, არ იჩქაროთ დედობის დაგეგმვა პირადი ან პროფესიული მიზეზებით
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე, როცა არსებობს რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანების რისკი
  • კვერცხუჯრედების გამოყენება შესაძლებელია როგორც პარტნიორის ან დონორის სპერმით

ძალიან დაკავებული გრაფიკი მაქვს, 38 წლის ვარ, ჯერ არ ვაპირებ შვილის გაჩენას, მაგრამ მომავლისთვის მაინც გავყინე 21 კვერცხუჯრედი და დავაზღვიე ჩემი ნაყოფიერება.

ელა დალაქიშვილი

თამარ ბარბაქაძის პაციენტი

ორსულობის შედეგები გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენებით

რეპროარტში გაყინული კვერცხუჯრედის გამოყენებით ორსულობის შედეგები საკმაოდ წარმატებულია: გამოდნობის შემდეგ ორსულობა შემთხვევათა 92%-ში დგება. კვერცხუჯრედის გამოლღობისა და განაყოფიერების შემდეგ კი დაახლოებით 60%-ში.

სტატისტიკურად, 37 წლამდე ქალებში – რეკომენდებულია გაიყინოს 15-20 მომწიფებული კვერცხუჯრედი, ხოლო 37-დან 42 წლამდე ქალებში 20-25 მომწიფებული კვერცხუჯრედი. 

ეს წარმატებული შედეგები იმედს ყველა იმ პაციენტს უსახავს, ვისაც კვერცხუჯრედის გაყინვა ჯანმრთელობის ან სოციალური მდგომარეობის გამო, ან პირადი გადაწყვეტილებით ესაჭიროება.

ხშირად დასმული კითხვები (FAQs)

როდის ღირს კვერცხუჯრედის გაყინვაზე ფიქრი?

კვერცხუჯრედის გაყინვა რეკომენდებულია 27–35 წლის ასაკში, როცა მისი ხარისხი საუკეთესოა. პროცედურა ასევე მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყებამდე, თუ არსებობს რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედების რისკი, ან მაშინ, როცა ჯერ არ ხართ მზად დედობისთვის, მაგრამ გსურთ, მომავალში შანსი შენარჩუნებული გქონდეთ.

რეკომენდებულია 10–20 მომწიფებული კვერცხუჯრედის გაყინვა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული ორსულობის შანსს. თუმცა ზუსტი რაოდენობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია.

გაყინული კვერცხუჯრედები ინახება უსაფრთხო პირობებში და წლების შემდეგაც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. მათი გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როცა გადაწყვეტთ ორსულობაზე ფიქრს — გაყინვის დრო ხარისხზე არ მოქმედებს.

სხვა სერვისები

რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი რეპროარტში-Consultation with Fertility Specialist at Reproart
დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში