საკვერცხის რეზერვის შეფასება

საკვერცხის რეზერვის შეფასება საშუალებას გაძლევთ უკეთ გააცნობიეროთ, რამდენად რეალურია ორსულობის შესაძლებლობა თქვენი ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც იმყოფებით — იქნება ეს ორსულობის დაგეგმვა ახლო მომავალში, თუ რეპროდუქციული უნარის გადადება ან წინასწარ დაზღვევა, მაგალითად კვერცხუჯრედების გაყინვის გზით.

მთავარი თემები

რა არის საკვერცხის რეზერვი?

საკვერცხის რეზერვი ნიშნავს იმ კვერცხუჯრედების რაოდენობას, რაც ქალს ამჟამად გააჩნია. ქალი იბადება დაახლოებით 1–2 მილიონი კვერცხუჯრედით.  ასაკის მატებასთან ერთად, მათი რიცხვი და განაყოფიერების უნარი თანდათანობით მცირდება. მოზარდობის პერიოდში რჩება დაახლოებით 300,000–400,000 კვერცხუჯრედი და ეს რიცხვი შემდეგ კვლავ სტაბილურად იკლებს.

საკვერცხის რეზერვის შეფასება გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორც ბუნებრივი ფერტილობის შესახებ, ასევე მკურნალობის დაგეგმვისას — მაგალითად, როგორ უპასუხებს სხეული ჰორმონალურ სტიმულაციას ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) დროს. ეს მონაცემები ეხმარება სპეციალისტს ინდივიდუალურად მოარგოს მედიკამენტოზური სქემა და დააკონკრეტოს, სავარაუდოდ რამდენ კვერცხუჯრედს მივიღებთ კონკრეტულ ციკლში.

რეპროარტი-საკვერცხის რეზერვის შეფასება

რატომ არის საკვერცხის რეზერვის შეფასება მნიშვნელოვანი?

საკვერცხის რეზერვის შეფასება ექიმს აძლევს მნიშვნელოვან წარმოდგენას იმის შესახებ, რამდენად მოსალოდნელია წარმატება ინ ვიტრო განაყოფიერებით და როგორ დაგეგმოს მკურნალობის სტრატეგია თქვენს შემთხვევაში. ამავე დროს, კვლევის შედეგები გეხმარებათ გადაწყვიტოთ, მიზანშეწონილია თუ არა კვერცხუჯრედების გაყინვა, ემბრიონის შექმნა ან დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ: დაბალი რეზერვი არ ნიშნავს უნაყოფობას. ბევრ ქალს, ვისაც შემცირებული რეზერვი აქვს, ბუნებრივადაც შეუძლია დაორსულება.

დროული მონიტორინგი გაძლევთ შესაძლებლობას იმოქმედოთ წინასწარ და მიიღოთ ფრთხილად გააზრებული გადაწყვეტილებები — თქვენს ექიმთან ერთად.

ვინ უნდა გაიკეთოს საკვერცხის რეზერვის შეფასება?

საკვერცხის რეზერვის შეფასება საშუალებას გაძლევთ უკეთ გააცნობიეროთ, რამდენად რეალურია ორსულობის შესაძლებლობა თქვენი ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც იმყოფებით — იქნება ეს ორსულობის დაგეგმვა ახლო მომავალში, თუ რეპროდუქციული უნარის გადადება ან წინასწარ დაზღვევა, მაგალითად კვერცხუჯრედების გაყინვის გზით. საკვერცხის რეზერვის შეფასება რეკომენდებულია, თუ:

  • 30 წლის ან მეტი ხართ და გეგმავთ ორსულობას — ახლო ან შორეულ მომავალში
  • ცდილობთ დაორსულებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ
  • გაქვთ საკვერცხის ოპერაციის, ენდომეტრიოზის ან ქიმიოთერაპიის ისტორია
  • ფიქრობთ ინ ვიტრო განაყოფიერებას ან კვერცხუჯრედების გაყინვას

 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ: დაბალი რეზერვი არ ნიშნავს უნაყოფობას. ბევრ ქალს, ვისაც შემცირებული რეზერვი აქვს, ბუნებრივადაც შეუძლია დაორსულება.

დროული მონიტორინგი გაძლევთ შესაძლებლობას იმოქმედოთ წინასწარ და მიიღოთ ფრთხილად გააზრებული გადაწყვეტილებები — თქვენს ექიმთან ერთად.

როდის არის სწორი დრო საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად?

საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად სწორი დრო დამოკიდებულია თქვენს პირად გეგმებსა და სამედიცინო ისტორიაზე. 

ზოგადი რეკომენდაციით, საკვერცხის რეზერვის შეფასება სასურველია, თუ:

  • გეგმავთ ორსულობის გადადებას და გსურთ ზუსტად იცოდეთ, რა დრო გაქვთ შვილის გაჩენისთვის
  • ცდილობთ დაორსულებას უკვე ერთი წელია (თუ ხართ 35 წლამდე) ან ექვსი თვეა (თუ ხართ 35 წლის ან მეტი)
  • ოჯახში გაქვთ ადრეული მენოპაუზის შემთხვევები
  • ფიქრობთ ნაყოფიერების შენარჩუნებაზე, მაგალითად — კვერცხუჯრედების გაყინვით

 

გაითვალისწინეთ: საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად რეკომენდირებულია ნაყოფიერების სპეციალისტთან (მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი) ვიზიტი ციკლის დაწყებიდან მე-2 ან მე-3 დღეს. 

ვიზიტის დაგეგმვა რეპროარტში

როგორ ხდება საკვერცხის რეზერვის შეფასება რეპროარტში?

ჩვენ ვატარებთ რამდენიმე კვლევის კომბინაციას, რაც ერთად გვაძლევს სრული სურათის დანახვის საშუალებას:

სისხლის ანალიზები:

  • ანტიმიულერულ ჰორმონს (AMH)
  • ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს (FSH)
  • ესტრადიოლს

 

ულტრაბგერითი კვლევა, რომლის მიზანია ანტრალური ფოლიკულების დათვლა — ეს მცირე ზომის ფოლიკულებია, რომლებიც ჩანს საკვერცხეებში და მიუთითებს კვერცხუჯრედების რეზერვზე. ულტრაბგერითი კვლევა ხანმოკლე და ჩვეულებრივ, ვაგინალური გზით ტარდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მუცლის გზით შესრულებაც

როგორ მოვემზადოთ?

  • სისხლის ანალიზები და ექოსკოპია რეკომენდებულია მენსტრუაციის მე-2–5 დღეს, თუმცა AMH-ის ტესტი შეიძლება ჩატარდეს ციკლის ნებისმიერ დღეს.
  • სპეციალური მომზადება არ გჭირდებათ
  • აუცილებლად გაუზიარეთ ექიმს თქვენი სამედიცინო ისტორია — მათ შორის წარსული დიაგნოზები და მიმდინარე მედიკამენტები — რომ შედეგები ზუსტად შეფასდეს

ხშირად დასმული შეკითხვები

ნიშნავს თუ არა შემცირებული საკვერცხის რეზერვი უშვილობას?

არა, არ ნიშნავს. ბევრ ქალს, რომელსაც აქვს შემცირებული საკვერცხის რეზერვი, მაინც შეუძლია დაორსულდეს ბუნებრივად ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით. 

კვერცხუჯრედების რაოდენობა ბუნებრივად არ იზრდება, თუმცა რეზერვის დროული შეფასება გეხმარებათ სწორად დაგეგმოთ მომავალი, გაყინოთ კვერცხუჯრედები ან დაიწყოთ მკურნალობა.

თუ თქვენი საკვერცხის რეზერვი დაბალია ან კლებას იწყებს და მომავალში ორსულობა გსურთ, კვერცხუჯრედების გაყინვა შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს.

სხვა სერვისები

დაჯავშნე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში