საშვილოსნოს შეფასება

საშვილოსნოს შეფასება არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ეტაპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ საშვილოსნოს სტრუქტურა და მდგომარეობა. სტრუქტურულად და ფუნქციურად მოწესრიგებული საშვილოსნო აუცილებელია ემბრიონის წარმატებული იმპლანტაციისთვის და ორსულობის შენარჩუნებისთვის.

დაგეგმე ვიზიტი რეპროარტში

მთავარი თემები

რატომ არის საჭირო საშვილოსნოს შეფასება?

საშვილოსნოს ღრუს სტრუქტურა და მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული ორსულობისთვის. ემბრიონის იმპლანტაციისთვის (მიმაგრება) ხელსაყრელი გარემოს შექმნა იწყება სწორედ საშვილოსნოს სწორად მოწყობილი ფორმითა და ფუნქციური ლორწოვანი გარსით. 

ორსულობის დაგეგმვისას, საშვილოსნოს შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ისეთი მიზეზები, რომლებიც შეიძლება უშვილობას ან განმეორებით წარუმატებელ ორსულობას იწვევდეს. 

ეს მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ენდომეტრიუმის პოლიპი;
  • საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა;
  • საშვილოსნოს ღრუს შიდა და საშვისლოსნოს ყელის არხის შეხორცებები;
  • საშვილოსნოს ღრუს თანდაყოლილი დეფორმაცია.

როდის არის საჭირო საშვილოსნოს შეფასება?

საშვილოსნოს შეფასება საჭიროა თუ: 

  • ცდილობთ დაორსულებას და ჯერჯერობით ვერ ახერხებთ
  • ორ ან მეტჯერ გადაგიტანიათ სპონტანური აბორტი
  • გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია, ქრონიკული მენჯის ტკივილი ან უკვე დადასტურებული საშვილოსნოს პრობლემები
  • ემზადებით ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის (IVF)
  • გაწუხებთ ან გაქვთ ეჭვი მიომებზე, პოლიპებზე, სინექიებზე ან საშვილოსნოს თანდაყოლილ გადახრებზე

 

საშვილოსნოს დარღვევების ადრეული აღმოჩენა და  მართვა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ორსულობის შანსებს.

როგორ ხდება საშვილოსნოს შეფასება რეპროარტში?

  • 2D ტრანსვაგინალური ექოსკოპია — სტანდარტული კვლევა საშვილოსნოს ფორმისა და სტრუქტურის შესაფასებლად.
  • 3D ექოსკოპია — იძლევა საშვილოსნოს ღრუს უფრო დეტალურ ხედვას და უკეთ აჩენს მცირე გადახრებს, მაგალითად — საშვილოსნოს დანაწევრებას ან სინექიებს.

თუ ექოსკოპიამ აჩვენა რაიმე ტიპის დარღვევა შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო სიღრმისეული გამოკვლევა როგორიცაა საოფისე ჰისტეროსკოპია. საშვილოსნოს გამოკვლევისთვის ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდს, საოფისე ჰისტეროსკოპიას გთავაზობთ. 

საოფისე ჰისტეროსკოპია — საშვილოსნოს გამოკვლევის ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდია. იგი უსაფრთხო, არატრამვული და სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა. 

საოფისე ჰისტეროსკოპის პროცედურა ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, რომლის დროსაც ექიმს უწვრილესი მილი და უმცირესი ზომის კამერა, საშვილოსნოს ყელის გავლით, შეყავს საშვილოსნოს ღრუში. სრულფასოვანი დათვალიერებისთვის, საშვილოსნოს ღრუს გასაფართოებლად გამოიყენება ფიზიოლოგიური ხსნარი. პროცედურა გრძელდება რამოდენიმე წუთი (15-20 წუთი) და ის სრულიად უსაფრთხოა. პროცედურის დასრულების შემდეგ კი პაციენტი არ რჩება კლინიკაში და ის უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. პროცედურის დროს საშვილოსნოს სრულფასოვანი დათვალიერების გარდა,  შესაძლებელია 3 მმ-მდე ზომის პოლიპების ამოკვეთა. 

საოფისე ჰისტეროსკოპით ასევე შესაძლებელია გაკეთდეს ენდომეტრიუმის დამიზნებითი ბიოფსია დიაგნოზის მორფოლოგიური დადასტურების მიზნით. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში ან მოვარდისფრო ფერის გამონადენი. გასათვალისწინებელია, რომ პროცედურის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში აუცილებელია თავშეკავება სქესობრივი ცხოვრებისგან.

როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის შეფასება რეპროარტში?

  • ტრანსვაგინალურ ულტრაბგერით გამოკვლევა — ყელის სიგრძის, სტრუქტურისა და ანატომიური თავისებურებების შეფასებისთვის
  • ვიზუალურ გამოკვლევა — სპეციალური სპეკულუმით, საჭიროების შემთხვევაში ნიმუშების აღებით
  • სკრინინგ ტესტები — პაპ-ტესტი და ბაქტერიოსკოპია ინფექციებისა და უჯრედული ცვლილებების გამოსავლენად

შესაძლოა საჭირო გახდეს კოლპოსკოპია — არაინვაზიური პროცედურა, რომელიც ხორციელდება სპეციალური მიკროსკოპით და საშუალებას გვაძლევს დეტალურად დავათვალიეროთ ყელის ზედაპირი.

როგორ მოემზადოთ საშვილოსნოს შეფასებისთვის?

  • ექოსკოპია ტარდება მენსტრუალური ციკლის ადრეულ დღეებში (5–10 დღე), როდესაც მენსტრუაცია დასრულებულია.
  • სტანდარტული ექოსკოპიისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის.
  • თუ დაგეგმილია საოფისე ჰისტეროსკოპია, ექიმი მოგაწვდით ინდივიდუალურ რეკომენდაციებს.

რა უნდა ელოდოთ პროცედურის დროს?

  • ექოსკოპია ჩვეულებრივ გრძელდება 15–20 წუთი.
  • ტრანსვაგინალური ზონდის საშუალებით მიიღება მაღალი ხარისხის გამოსახულებები.
    პროცედურა უმტკივნეულოა ან შესაძლოა გამოიწვიოს მცირე წნევის შეგრძნება.
  • თუ დაგეგმილია ჰისტეროსკოპია, ის შეიძლება ჩატარდეს მსუბუქი სედაციით ან ანესთეზიით, დამოკიდებულია ინდივიდუალურ სიტუაციაზე.

 

ნორმალური საშვილოსნოს სტრუქტურა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი საშვილოსნო ემბრიონისთვის მოსახერხებელი გარემოა. თუ აღმოჩნდება მიომები, პოლიპები, სინექიები ან თანდაყოლილი ანომალიები, საჭირო ხდება შემდგომი მართვა. თქვენი რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი დეტალურად განიხილავს შედეგებს და შეიმუშავებს თქვენზე მორგებულ სამოქმედო გეგმას.

ხშირად დასმული შეკითხვები

ჰისტეროსკოპია მტკივნეულია?

არა, სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და ანესთეზიის გარეშე ტარდება

დიახ. თუ პაციენტი მოითხოვს შესაძლებელია.

პროცედურის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ 20-30 წუთი სჭირდება.

სხვა სერვისები

ვიზიტის დაგეგმვა რეპროარტში-Schedule an Appointment at Reproart
დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალში