როგორ მოემზადოთ პირველ კონსულტაციამდე?

როდესაც გადაწყვეტთ მიმართოთ რეპროდუქტოლოგს, ბუნებრივია, უამრავი კითხვა გიჩნდებათ: როგორ მოვემზადო? როდის ჯობს ვიზიტის დაგეგმვა? რა თან მქონდეს? პირველი ნაბიჯი ხშირად არა მარტო გადაწყვეტილებაა, არამედ სურვილი, ყველაფერი სწორად და ინფორმირებულად დაიწყოთ.

მთავარი თემები

რას უნდა ელოდოთ რეპროდუქტოლოგთან პირველ კონსულტაციაზე?

პირველი კონსულტაცია რეპროდუქტოლოგთან-რეპროარტი

პირველი შეხვედრის მთავარი მიზანია, გაგიცნოთ და შევისწავლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვენი სურვილები თუ როგორ ხედავთ თქვენი მშობლობისკენ გზას.

პირველ კონსულტაციაზე რეპროდუქტოლოგი:

  • განიხილავს თქვენს სამედიცინო და რეპროდუქციულ ისტორიას,
  • მოუსმენს თქვენს კითხვებსა და სირთულეებს
  • აგიხსნით, როგორ მუშაობს თქვენი რეპროდუქციული სისტემა
  • დაგეგმავს პირველად კვლევებს და შემოგთავაზებთ ინდივიდუალურად მორგებულ გეგმას

როდის სჯობს კონსულტაციის დაგეგმვა?

ქალისთვის: თუ თქვენ მენსტრუალური ციკლი რეგულარული გაქვთ, რეკომენდებულია კონსულტაცია მენსტრუაციის დაწყებიდან მეორე-მეხუთე დღეს. ამ პერიოდში შესაძლებელია:

  • საბაზისო ჰორმონული ანალიზების (FSH, LH, ესტრადიოლი) ჩატარება
  • ანტრალური ფოლიკულების რაოდენობის (AFC) ზუსტი შეფასება ვაგინალური ულტრაბგერით (ექოსკოპია). 

ეს კვლევები გვეხმარება შევაფასოთ თქვენი საკვერცხეების რეზერვი და ნაყოფიერება. 

💡 თუ ციკლი არარეგულარულია ან საერთოდ არ გაქვთ მენსტრუაცია — არ ინერვიულოთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი. 

მამაკაცისთვის: სასურველია, ვიზიტამდე 1–3 დღით თავი აარიდოთ სქესობრივ კავშირსა და ალკოჰოლის მიღებას. ეს არის ოპტიმალური დროის შუალედი, როდესაც შესაძლებელია სპერმის ანალიზის (სპერმოგრამის) ჩატარება ყველაზე ზუსტი შედეგისთვის.

წყვილის, შემთხვევაში, პირველი ვიზიტისთვის სჯობს ერთ დღეს დაიგეგმოს ვიზიტი  — ეს ექიმს ეხმარება, უკეთ გაიაზროს სიტუაცია და დაგეგმოს სწორი გამოკვლევები ორივე პარტნიორისთვის.

რა დაგჭირდებათ ვიზიტის დროს?

ქალებისთვის:

  • წარსული მკურნალობის ან ოპერაციების ჩანაწერები
  • მენსტრუალური ციკლის ჩანიშვნები
  • სისხლის ანალიზების, ექოსკოპიისა თუ ჰორმონების პასუხები (თუ გაქვთ)
  • მედიკამენტებისა და საკვები დანამატების სია – თუ კი იღებთ
  • ოჯახური ისტორია (მაგ. უშვილობა, ნაადრევი მენოპაუზა, გენეტიკური დარღვევები და სხვა)

კაცებისთვის:

  • სპერმის ანალიზის წარსული პასუხები (თუ გაქვთ ჩატარებული)
  • რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისტორია
  • მედიკამენტების სია – თუ კი იღებთ

რა კითხვები უნდა დაუსვათ რეპროდუქტოლოგს / ანდროლოგს?

ეს თქვენი დროა. ნებისმიერ კითხვას აქვს მნიშვნელობა. გიზიარებთ რამდენიმე კითხვას, რაც დაგეხმარებათ საუბრის დაწყებაში:
  • რა შეიძლება უშლიდეს ხელს დაორსულებას?
  • რა კვლევებია საჭირო და რატომ?
  • რა მკურნალობის გზები არსებობს და როდის უნდა განვიხილოთ ისინი?
  • როგორ მოქმედებს ასაკი და ცხოვრების წესი ნაყოფიერებაზე?
  • კონსულტაციის შემდეგ რა ნაბიჯებია საჭირო?
     

💡 ჩამოწერეთ კითხვები წინასწარ — ეს გაგიმარტივებთ პროცესს და დაგეხმარებათ, მიიღოთ სრული ინფორმაცია.

როგორ მოემზადოთ დისტანციური (ონლაინ) კონსულტაციისთვის?

თუ პირველი შეხვედრა რეპროდუქტოლოგთან / ანდროლოგთან ონლაინ იგეგმება:
  • შეარჩიეთ მყუდრო და მშვიდი ადგილი კარგი ინტერნეტით
  • სასურველია, პარტნიორიც ჩაერთოს
  • მოამზადეთ ჩატარებული მკურნალობის ან გამოკვლევების ელექტორნული ვერსიები (არსებობის შემთხვევაში) 
  • გქონდეთ ფურცელი ან რვეული ჩანაწერებისათვის

პირველი ვიზიტის შემდგომი ნაბიჯები

თქვენი და თქვენი პარტნიორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ:

  • ჰორმონული ანალიზები
  • ვაგინალური ექოსკოპია
  • სპერმის ანალიზი
  • დამატებითი კვლევები ან შემდგომი გეგმა

დაჯავშნე პირველადი კონსულტაცია

შენ შეგიძლია ჩაეწერო პირდაპირ ექიმთან კონსულტაციაზე, ან ჯერ გაიარო სატელეფონო კონსულტაცია პაციენტის პირად მენეჯერთან

 

რეპროარტის სერვისები

რეპროარტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ლაბორატორია და კვალიფიციური პერსონალი ზუსტი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის შესაბამისი მეთოდების შერჩევაში დაგეხმარებათ

 

დამატებითი წყაროები

ვიზიტის დაგეგმვა რეპროარტში-Schedule an Appointment at Reproart

შეხვდი შენს ექიმს რეპროარტში

დაგეგმე ვიზიტი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალში