რატომ არის სპერმის ანალიზი მნიშვნელოვანი ორსულობის დაგეგმვისას?
სპერმის ანალიზის შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს:
- სპერმის ხარისხთან, რაოდენობასთან ან მოძრავობასთან დაკავშირებული პრობლემები.
- ილიგოზოოსპერმია – სპერმის მცირე რაოდენობა სპერმალურ სითხეში (ეაკულატში).
- აზოოსპერმია – სპერმის არარსებობა ეაკულატში.
- ასთენოზოოსპერმია – სპერმის დაბალი მოძრაობა.
როდესაც წყვილი ორსულობას გეგმავს, სპერმის ანალიზის შედეგების მიხედვით, იგეგმება შესაბამისი მკურნალობა — იქნება ეს ბუნებრივ ციკლში ორსულობის დაგეგმვა, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI) თუ ინ ვიტრო განაყოფიერება ინტრაციტოპლაზმური ინექციით (IVF/ICSI), ან სტანდარტული მეთოდით.
როდის არის რეკომენდებული სპერმის ანალიზი?
სპერმის ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია, თუ:
- წყვილს რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი 6–12 თვის განმავლობაში უშედეგოდ აქვს.
- ქალი პარტნიორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნორმალურია.
- მამაკაცს უროლოგიური დაავადებების, სათესლე ჯირკვლის ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის ისტორია აქვს.
- არსებობს რისკფაქტორები ცხოვრების სტილის, ან საქმიანობის გამო (მაგ., მოწევა, სითბოს ზემოქმედება, ტოქსინები).
- მამაკაცი გეგმავს ფერტილობის შენარჩუნებას (სპერმის გაყინვა)