ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი (ERA)

ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა ყოველთვის ორსულობით არ მთავრდება, თუნდაც კარგი ხარისხის ემბრიონის გადატანის შემდეგ. დიდი მნიშნვნელობა აქვს კარგი ხარისხის ემბრიონს დახვდეს ენდომეტრიუმი, რომელიც მზად არის ემბრიონის მისაღებად. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში რეპროარტში შეგიძლიათ ჩაიტაროთ უნიკალური კვლევა – ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ენდომეტრიუმის ქსოვილის პატარა ნიმუშის დიაგნოსტირებით განისაზღვროს ემბრიონის გადატანისთვისა და მიმაგრებისთვის საუკეთესო დღე.

მთავარი თემები

ენდომეტრიუმის როლი ემბრიონის იმპლანტაციის დროს

ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს ღრუს ამომფენი შრე, რომელიც ყოველ თვე ემზადება ემბრიონის მისაღებად. ის არის ერთგვარი „ბუდე“ სადაც ხდება ემბრიონის იმპლატაცია და ვითარდება ორსულობის დროს. საუკეთესო ებრიონიც კი ვერ მოახერხებს იმპლატაციას თუ ენდომეტრიუმი არ არის რეცეფციული.

ენდომეტრიუმი რეცეფციული არის მაშინ, როცა ის მზადა ემბრიონის იმპლანტაციისათვის ანუ მიმაგრებისთვის. რეცეფციულ პერიოდს ეწოდება იპმლანტაციის ფანჯარა. თითოეული ქალს იმპლანტაციის ფანჯარა აქვს უნიკალური. 

თქვენი პერსონალური იმპლანტაციის ფანჯრის ცოდნით, შეგიძლიათ ექიმთან ერთად დაგეგმოთ ემბრიონის პერსონალიზებული გადატანა და გაზარდოთ ორსულობის დადგომის შანსი. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი (ERA)?

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ERA ტესტი აფასებს ენდომეტრიუმის რეცეფციულობას, ანუ ემბრიონის გადატანისათვის ოპტიმალურ პერიოდს, რომელიც სპეციფიურია თითოელი ქალისათვის.

ERA ტესტის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის სიხშირე ინ ვიტრო განაყოფერების პირველივე ციკლში 72.5% არის. ამდენად, როდესაც ანალიზის შედეგების მიხედვით საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის პერსონალიზებული გადატანა ხდება ორსულობის მიღების შანსი მნიშვნელოვნად მაღალია.

ვისთვის არის რეკომენდირებული ERA ტესტი?

ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს  ERA ტესტის ჩატარება რეკომენდირებულია შემდეგი სამიზნე ჯგუფისთვის: 

  • ქალები, რომლებსაც ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონის ორი ან მეტი წარუმატებელი გადატანა ჰქონდათ
  • ქალები, რომლებსაც ადრეულ ვადებზე შეწყვეტილი ორსულობები აღენიშნებათ
  • ქალები, რომლებსაც საშვილოსნოს განვითარების თანდაყოლილი ანომალიების ქირურგიული კორექცია ჩაუტარდათ
  • ქალები, რომლებსაც ატროფიული (<6mm) ან ჰიპერტროფული(>12mm) ენდომეტრიუმი აქვთ

 

გასათვალისწინებელია რომ პაციენტების ასაკს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ ტარდება ERA ტესტი?

ERA პაციენტის ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მიმდინარეობს და შემდეგ ეტაპებად იყოფა:

ენდომეტრიუმის მომზადება

ERA ტესტის ჩატარებამდე აუცილებელია ენდომეტრიუმის სათანადოდ მომზადება და ამის შემდეგ მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა. 

ენდომეტრიუმის ბიოფსია

ენდომეტრიუმის ბიოფსია მარტივი, სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც რეპროარტში გამოცდილი სპეციალისტის მიერ ტარდება. 

მასალის გაგზავნა გენეტიკურ ლაბორატორიაში

ბიოფსირებული მასალა სპეციალური ტრანსპორტირების პირობების დაცვით იგზავნება წამყვან ევროპულ ან ამერიკულ  გენეტიკურ ლაბორატორიაში. 

დიაგნოსტიკა გენეტიკურ ლაბორატორიაში

გენეტიკურ ლაბორატორიაში მიღებული მასალიდან ხდება რნმ-ის ექსტრაცია და მისი დიაგნოსტირება NGS – ის მეთოდით. 

შედეგების ანალიზი

გენეტიკური ლაბორატორიიდან პასუხის მიღებისთანავე ხდება თქვენი რეპროდუქტოლოგის მიერ  შედეგების ანალიზი და ემბრიონის იმპლანტაციისთვის ზუსტი დროის განსაზღვრა. 

ემბრიონის გადატანა

ემბრიონის იმპლანტაციის ზუსტი დროის განსაზღვრის შემდეგ ხდება ქალის მომზადება და ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში.  

ERA ტესტის შედეგების მნიშვნელობა

შედეგი რეცეფციული გულისხმობს, რომ იმპლანტაციის ფანჯარა არის ის პერიოდი როცა მოხდა ნიმუშის აღება (ბიოფსია). რეკომენდაცია არის ის რომ ემბრიონის გადატანა მოხდეს იგივე მიდგომით.

შედეგი არარეცეფციული გულისხმობს რომ იმპლანტაციის ფანჯარა გადანაცვლებულია, ესეთ დროს შემთხვევათა 90%-ში  შესაძლებელია ემბრიონის გადატანისათვის ოპტიმალური პერიოდის განსაზღვრა, 10%-ში კი განმეორებითი ბიოფსია არის საჭირო.

რეპროდუქციული მედიცინის მიზანი — რაც შეიძლება ბევრი პაციენტი დაორსულდეს პირველივე ცდაზე — ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზით (ERA) კიდევ უფრო მარტივად მიიღწევა. მაშინ როდესაც ქალს მხოლოდ 1 ჯანმრთელი ემბრიონი აქვს, იმპლანტაციის ფანჯარა კი აცდენილია, ეს ანალიზი პრაქტიკულად ორსულობის დადგომის ერთადერთი შანსია.

რეპროდუქციული მედიცინის მიზანი — რაც შეიძლება ბევრი პაციენტი დაორსულდეს პირველივე ცდაზე — ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზით (ERA) კიდევ უფრო მარტივად მიიღწევა. მაშინ როდესაც ქალს მხოლოდ 1 ჯანმრთელი ემბრიონი აქვს, იმპლანტაციის ფანჯარა კი აცდენილია, ეს ანალიზი პრაქტიკულად ორსულობის დადგომის ერთადერთი შანსია.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რამდენად უსაფრთხოა ენდომეტრიუმის ბიოფსიის პროცედურა?

პროცედურა სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. 

 იმპლანტაციური ფანჯრის, ანუ საშვილოსნოს კედელზე ემბრიონის მიმაგრების ოპტიმალური პერიოდი როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის მე-15 დღიდან იწყება და 20-ე დღემდე გრძელდება. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ეს დღე გადანაცვლებული იყოს და ორსულობის დადგომას ხელს უშლიდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ERA ტესტის ჩატრება. 

დიახ, გინეკოლოგიურ დაავადებებს გავლენა აქვთ ენდომეტრიუმის რეცეფციულობაზე. მაგალითად: საშვილოსნოს მიომა, ადენომიოზი და სხვა. 

სხვა სერვისები

ვიზიტის დაგეგმვა რეპროდუქტოლოგთან რეპროარტში_An Appointment with Fertility Specialist at Reproart
დაგეგმე ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის რეპროარტში
No data was found