სპერმის ანალიზი (სპეროგრამა)

სპერმის ანალიზი – ცნობილი როგორც სპერმოგრამა, მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად ძირითადი კვლევაა. მისი საშუალებით დეტალურ ინფორმაციას ვიგებთ სპერმის ხარისხზე, რაოდენობაზე, მოძრაობაზე, სტრუქტურულ აგებულებასა და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე, რომლებიც მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოქმედებენ.

მთავარი თემები

რატომ არის სპერმის ანალიზი მნიშვნელოვანი ორსულობის დაგეგმვისას?

სპერმის ანალიზის შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს: 

  • სპერმის ხარისხთან, რაოდენობასთან ან მოძრავობასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • ილიგოზოოსპერმია – სპერმის მცირე რაოდენობა სპერმალურ სითხეში (ეაკულატში).
  • აზოოსპერმია – სპერმის არარსებობა ეაკულატში.
  • ასთენოზოოსპერმია – სპერმის დაბალი მოძრაობა. 

როდესაც წყვილი ორსულობას გეგმავს, სპერმის ანალიზის შედეგების მიხედვით, იგეგმება შესაბამისი მკურნალობა — იქნება ეს ბუნებრივ ციკლში ორსულობის დაგეგმვა, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI) თუ ინ ვიტრო განაყოფიერება ინტრაციტოპლაზმური ინექციით (IVF/ICSI), ან სტანდარტული მეთოდით.

როდის არის რეკომენდებული სპერმის ანალიზი?

სპერმის ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია, თუ:

  • წყვილს რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი 6–12 თვის განმავლობაში უშედეგოდ აქვს.
  • ქალი პარტნიორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნორმალურია.
  • მამაკაცს უროლოგიური დაავადებების, სათესლე ჯირკვლის ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის ისტორია აქვს.
  • არსებობს რისკფაქტორები ცხოვრების სტილის, ან საქმიანობის გამო (მაგ., მოწევა, სითბოს ზემოქმედება, ტოქსინები).
  • მამაკაცი გეგმავს ფერტილობის შენარჩუნებას (სპერმის გაყინვა)

როგორ ტარდება სპერმის ანალიზი რეპროარტში?

სხვა სერვისები

დაჯავშნე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში