ენდომეტრიუმის მიკრობიომის ანალიზი (EMMA)

ქალის უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ენდომეტრიუმის პრობლემა. ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ქსოვილი, სადაც ხდება ემბრიონის იმპლანტაცია. ის ყოველთვიურად ემზადება ემბრიონის მიღებისთვის, როცა ეს არ ხდება იწყება მენსტრუაცია. ჯანმრთელი ენდომეტრიუმი მდიდარია ჯანმრთელი ბაქტერიებით – ენდომეტრიუმის ფლორა. ენდომეტრიუმის ფლორის, ანუ მიკრობიომის შეფასება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული ორსულობის მისაღებად. ამისთვის რეპროარტში შესაძლებელია ჩატარდეს ენდომეტრიუმის მიკრობიომის ანალიზი- EMMA.

დაგეგმე ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან

მთავარი თემები

რატომ არის მნიშვნელოვანი ენდომეტრიუმის მიკრობიომის ანალიზი (EMMA)?

ენდომეტრიუმი ყოველ თვე ემზადება ემბრიონის მისაღებად. როცა ეს არ ხდება იწყება მენსტრუაცია. ჯანმრთელი ენდომეტრიუმი მდიდარია ჯანმრთელი ბაქტერიებით – ენდომეტრიუმის ფლორა. ენდომეტრიუმის ფლორა ანუ მიკრიბიომი არის მიკროორგანიზმების ერთიანობა, რომელთა გენეტიკური მასალა ენდომეტრიუმშია. ენდომეტრიუმის ფლორის დისბალანსი ასოცირებულია ემრიონის იმპლანტაციის წარუმატებლობასთან.

ენდომეტრიუმის ფლორის, ანუ მიკრობიომის შეფასება ემბრიონის საშვილოსნოში გადატანამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული ორსულობის მისაღებად. ენდომეტრიუმის მიკრობიომის ანალიზის (EMMA) საშუალებით ხდება ენდომეტრიუმის ფლორის შეფასება. ტესტი გვაძლევს ინფორმაციას იმაზე თუ რომელი პრობიოტიკი არის საუკეთესო ფლორის ბალანსის აღსადგენად, რათა გაუმჯობესდეს თქვენი ორსულობის მიღების შანსი.

ენდომეტრიუმი ჯანმრთელი ბაქტერიით 
ენდომეტრიუმი ცუდი ბაქტერიით

ვისთვის არის რეკომენდირებული EMMA ტესტი?

ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს EMMA ტესტის ჩატარება რეკომენდირებულია შემდეგი სამიზნე ჯგუფისთვის: 

  • ქალები რომლებსაც ჰქონდათ შეწყვეტილი ორსულობა
  • ქალები რომლებსაც ჰქონდათ ემბრიონის წარუმატებელი იმპლანტაცია
  • ქალები, რომლებიც გეგმავენ მკურნალობას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით

როგორ ტარდება ERA ტესტი?

ERA პაციენტის ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მიმდინარეობს და შემდეგ ეტაპებად იყოფა:

ენდომეტრიუმის ბიოფსია

ენდომეტრიუმის ბიოფსია რეპროარტში საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ კეთდება. მასალა გროვდება სპეციალურ სინჯარაში, რომელიც კვლევისთვის ევროპულ, ან ამერიკულ ლაბორატორიებში იგზავნება.

დიაგნოსტიკა გენეტიკურ ლაბორატორიაში

ბიოფსირებულ მასალას სპეციალური ტრანსპორტირების პირობების დაცვით იღებს გენეტიკური ლაბორატორია, სადაც ხდება ნიმუშიდან დნმ-ის ექსტრაქცია და NGS- ის მეთოდით  დიაგნოსტიკა.

შედეგების ანალიზი და მკურნალობა

ლაბორატორიიდან კვლევის პასუხის მიღებისთანავე თქვენი რეპროდუქტოლოგი აანალიზებს შედეგებს და ნიშნავს ინდივიდუალურ მკურნალობას. 

ენდომეტრიუმის მიკრობიომის ანალიზის (EMMA) შედეგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის უნაყოფობის მკურნალობაში.

EMMA ტესტი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული ორსულობის მიღების შანსს.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რამდენად უსაფრთხოა ენდომეტრიუმის ბიოფსიის პროცედურა?

პროცედურა სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. 

ამის შანსი ძალიან მინიმალურია რადგან ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულია ყველა ლოგისტიკური რისკი და წესების სრული დაცვით აღწევს ნომუში გენეტიკურ ლაბორატორიამდე. 

კვლევის შედეგები ცნობილია დაახლოებით 2 სამუშაო კვირაში. 

სხვა სერვისები

რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი რეპროარტში-Consultation with Fertility Specialist at Reproart
დაგეგმე ვიზიტი
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში
No data was found