ნატო შამუგია კლინიკა რეპროარტის მთავარი ექიმი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორია.
მას რეპროდუქციული მედიცინის სფეროში 25 წლიანი, სამედიცინო და აკადემიური გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული საქმიანობა სრულად ეფუძნება მტკიცებით მედიცინას, ხოლო მისი მიდგომა თითოეული პაციენტისადმი არის ინდივიდუალური. ნატო გამოირჩევა ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის პროცესში რთული შემთხვევების მართვით და ორსულობის დადგომის მაღალი მაჩვენებლით.
ნატო შამუგია კლინიკა რეპროარტის გუნდს 2026 წლის 1 აპრილიდან შემუერთდა. იგი დღემდე აქტიურად ჩართულია ექიმთა საგანმანათლებლო საქმიანობაში, ატარებს ლექციებსა და სემინარებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეპროდუქციული მედიცინის განვითარებაში.
დოქტორანტურა: რუსეთის უწყვეტი პროფესიული განათლების სამედიცინო აკადემია Russian Medical Academy of Continuous Professional Education
რეზიდენტურა: ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია First Moscow State Medical University
უმაღლესი სასწავლებელი: აკად. ი.პ. პავლოვის სახელობის სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტი Pavlov First Saint Petersburg State Medical University
პირველადი სპეციალიზაცია „ჯანდაცვის ორგანიზაცია“: რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია
პირველადი სპეციალიზაცია „ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“: რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი
ნატო შამუგია ასევე ფლობს სერთიფიკატებს შემდეგი მიმართულებით:
ექსპერტული საქმიანობა: ფერტილობის მკურნალობის სტანდარტის შესაქმნელად („დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები და ინ ვიტრო განაყოფიერება”) 2019 წ. და საერთაშორისო რეპროდუქციული მედიცინის კონსენსუსის (Delphi consensus in Reproductive Medicine) 2022 წ. ექსპერტთა ჯგუფის წევრი.
კლინიკური მართვის გამოცდილება: ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რამდენიმე წამყვან რეპროდუქციულ კლინიკას.
სამეცნიერო საქმიანობა: 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის — „პრაქტიკული სახელმძღვანელო ექიმებისთვის – უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით“ – ავტორი. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების მთავარი მკვლევარი.
2018 წ. – ავსტრალია, სიდნეი: Seed of Life Fertility & Women’s Care Medical Centre
2017 წ. – სინგაპური: Human Reproduction of NUH, Singere IVF Center
2016 წ. – იაპონია, ტოკიო: Kato Ladies Center, Reprolife
2011 წ. – ინგლისი, ლონდონი: Oxford University of Obstetrics & Gynecology, Hammersmith Hospital
2007, 2008, 2009 წწ. – კვიპროსი: „Reproductive & Genetics Center“
რეპროარტი უკვე 14 წელზე მეტია რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს და აერთიანებს სამ თანამედროვე ცენტრს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კლინიკა დაარსებულია და იმართება საქართველოს პირველი ემბრიოლოგის – ლიკა ჭყონიას მიერ, რომელმაც განათლება და პროფესიული გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო, რაც უზრუნველყოფს დასავლური სტანდარტებისა და ინოვაციების დანერგვას უნაყოფობის მკურნალობის ყველა ეტაპზე.
რეპროარტს გუნდს 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და აღწევს წარმატების მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც შეესაბამება დასავლეთის წამყვანი კლინიკების მაჩვენებლებს. კლინიკის ექიმები და ემბრიოლოგები საერთაშორისო განათლებითა და გამოცდილებით გამოირჩევიან.
რეპროარტი სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სტანდარტის მიხედვით და ეს სერტიფიკატი ყოველწლიურად ახლდება, რაც ასახავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას უსაფრთხოებაზე, მაღალ ხარისხსა და გამჭვირვალობაზე.
რეპროარტის ემბრიოლოგიის ლაბორატორია რეგიონში გამორჩეულია. იგი აღჭურვილია უახლესი თაობის ჰაერის ფილტრაციის სისტემითა და RI Witness - უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემით, რომელიც ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში პაციენტების იდენტიფიკაციას და მათი ბიოლოგიური მასალების სრულ ელექტრონულ მონიტორინგს უზრუნველყოფს. ლაბორატორიის კონტროლირებადი გარემო და მკაცრად დანერგილი პროტოკოლები ხელს უწყობს ჩვენი პაციენტებისთვის სტაბილურად მაღალი წარმატების მაჩვენებლების მიღწევას.
რეპროარტის, ადგილზე არსებულ გენეტიკის ლაბორატორიაში, პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე სადიაგნოსტიკო სერვისებს, როგორიცაა PGT-A (ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიაზე) და PCR-ზე დაფუძნებულ ანალიზებს. რეპროდუქციული გენეტიკის ლაბორატორიის ადგილზე მომსახურება უზრუნველყოფს თითოეული პაციენტისთვის დროული და ზუსტი შედეგების მიწოდებას. გენეტიკური ტესტირება სრულად ინტეგრირებულია ჩვენს კლინიკურ პროცესში, რაც ხელს უწყობს პერსონალიზებული და მაღალი ხარისხის მკურნალობას.
თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N23
+995 322 515 909
hello@reproartclinic.com
www.reproart.ge
We use only strictly necessary cookies that are required for the proper functioning of the website and for providing the appointment booking service.
By clicking “I agree” or continuing to use this site, you consent to the use of these cookies. For more information, please see our Cookie Policy.